თუ თქვენი მეტაბოლიზმი დაბალია, მაშინ ეს რეცეპტები გამოგადგებათ. იყავით ყურადღებით!


მეტაბოლიზმი- ეს არის ქიმიური პროცესი, რომლის დროსაც სხეული გარდაქმნის საკვებსა და სასმელს( რომელსაც მიირთმევთ და სვამთ) ენერგიად. სხეულს ეს ენერგია სჭირდება ფუნქციონირებისთვის და საშუალებას მოგცემთ ეფექტურად განახორციელოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა.გარდა ამისა ის ასევე საჭიროა, სისხლის მიმოქცევის სწორი მოძრაობისთვის და ასევე უჯრედების აღსადგენად.

თქვენი მეტაბოლიზმი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, ესენია:

გენები, სქესი,ჰორმონების დონე, სხეულის ზომა და შემადგენლობა, ასაკი, აქტივობის დონე.

ნელმა ან დაბალმა მეტაბოლიზმმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თქვენს ენერგეტიკულ დონეზე, სხეულის წონაზე და მთლიან ჯანმრთელობაზე.

დაბალი მეტაბოლიზმის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზია:

ცუდი ან არასაკმარისი ძილი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ზედმეტი სტრესი, ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება, არასწორი დიეტა, არაჯანსაღი ან დაბალკალორიული დიეტა, ძალიან ბევრი შაქრიანი სასმელის დალევა, შაქრიანი საკვების მიღება.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო გზებს თქვენი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად.

თბილი ლიმონიანი წყალი-დაამატეთ ½ ლიმონის წვენი ერთ ჭიქა თბილ წყალში. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ½ ჩაის კოვზი შავი პილპილი. აურიეთ კოვზით და დალიეთ დილით უზმოზე. ეს სასმელი დალიეთ ყოველდღიურად მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად

ვაშლის ძმარი-შეურიეთ 1-დან 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალს. დალიეთ ყოველ დილით, ჭამის წინ. დაიცავით ეს რუტინა ყოველდღიურად. შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ ვაშლის სიდრი ძმარი დღეში 2 სუფრის კოვზამდე.

მწვანე ჩაი- მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფოთოლი ერთ ჭიქა ცხელ წყალში. დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 5 წუთი. დროის გასვლის შედეგ გადაწურეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი (გემოსთვის). ყოველდღიურად დალიეთ 2-დან 4 ჭიქა მწვანე ჩაი. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 300-დან 400 მგ მწვანე ჩაის ექსტრაქტის კაფსულები ყოველდღიურად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

კაიენის წიწაკა– დაამატეთ კაიენის წიწაკა ან კაიენის ფხვნილი სუპებს, სალათებს ან თქვენს საყვარელ კერძებს. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 1 კაიენის წიწაკის კაფსულა დღეში ორჯერ საკვებთან ერთად.

Facebook კომენტარები