ეს ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ ართრიტთან ბრძოლაში! სადეთ და არ ინანებთ..

ართროზი – სახსრის და სახსრის გარშემო ქსოვილების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სახსრის ხრტილის პროგრესული დაზიანება, რის შედეგადაც ის მახინჯი ძვლოვანი წანაზარდით იცვლება.

დაავადება აზიანებს უმეტესად საშუალო ასაკის და ხნიერ ადამიანებს. ახასიათებს დიდი ხანგრძლივობა და ხშირი გამწვავებები. მან შეიძლება ერთი ან რამდენიმე სახსარი დააზიანოს. მის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებს ხრტილის კვების გადატვირთვა ან დარღვევა. რის შედეგადაც კვდება ხრტილის უჯრედთა ნაწილი, კარგავს ელასტიურობას, მუქდება და სკდება კანი.

ავადმყოფები საწყის სტადიაზე უჩივიან სახსრის ტკაცუნს და არც ისე მკვეთრად გამოხატულ ტკივილს ფიზიკური დატვირთვის დროს. ავადმყოფები მგრძნობიარენი ხდებიან ამინდის ცვლილებისადმი და ატმოსფერული წნევის ცვლილებისადმი.

ყველაზე ხშირად ართროზი აზიანებს ფეხის სახსრებს (მენჯ-ბარძაყს და მუხლებს), ასევე მხრებს. მოგვიანებით სტადიაზე შეიმჩნევა სახსრის ორგანული მოძრაობა და მკვეთრი ტკივილი სახსრების მკვეთრი მოძრაობისას.

მუხლის სახსრის ართროზი ხშირად ორმხრივი დაზიანებაა. ტკივილი ჩნდება მუხლის მოხრისას, განსაკუთრებით ძნელია კიბეზე ჩასვლა.

ავადმყოფები ამ დროს გვერდულად ბრუნდებიან. დაავადება ხშირად დაკავშირებულია გადატანილ ტრავმასთან ან მეტისმეტ გადატვირთვასთან.

ყველა ფორმის ართრიტის დროს აუცილებელია დაიცვათ გარკვეული დიეტა.

გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ცირცელი, ქაცვი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს სტაფილო, მწვანე სალათი, კვერცხი, ყველი, ბურღულეული, ქატოს პური.

არ დაგავიწყდეთ თხილეული, ისინი ძალიან კალორიულია. მიირთვით დღეში რამოდენიმე ცალი, მაგრამ რეგულარულად. ძალიან სასარგებლოა ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ გოგირდს და მის ნაერთებს (ხახვი, ნიორი, ბრიუსელის და თეთრთავიანი კომბოსტო).

სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ ძაღლყურძენა.

დაავადება ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც ალკალოიდების შემცვლელ პროდუქტს ღებულობენ, მაგ: კარტოფილს, ტომატს, ბადრიჯანს, წიწაკას, თამბაქოს მოწევისას.

ალკალოიდები აფერხებენ სახსრის ხრტილის ბუნებრივ გაწითარებას და ხელს უწყობენ მის ანთებისეულ დეგენერაციას.

ქვემოთ წარმოდგენილი რეცეპტები დაგეხმარებათ ართრიტთან ბრძოლაში

• ჩაყარეთ 1/2 ლიტრ ძმარში 3 სავსე სუფრის კოვზი ასკილის ყვავილები, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, გაწურეთ. წაისვით შესიებულ სახსარზე აუცილებლობის შემთხვევაში.

• ერთმანეთში შეურიეთ 2 წილი თაფლი, 1 წილი ალოეს წვენი, 3 წილი არაყი და შეიზილეთ როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება ართრიტის დროს.

• აიღეთ 100 გრ ევკალიპტის დაქუცმაცებული ფოთლები, მოათავსეთ მუქ ბოთლში, ბოლომდე შეავსეთ არყით, გააჩერეთ 5 დღე-ღამე ოთახის ტემპერტურაზე. შეიზილეთ სახსრებში ძილის წინ. წელი დაიზილეთ 3-ჯერ დღეში, ხელის მტევნები 2-ჯერ, კურსი 1 თვეა.

• ხელის სახსრების პოლიართრიტის დროს, ძილის წინ აიღეთ უმი კარტოფილი საშუალო ზომის და კარგად გარეცხეთ, როცა გაშრება დაიჭირეთ ხელში, ჩაიცვით ხელთათმანი და დაიძინეთ.

• 1 ს.კ. არყის გამხმარ ფოთლებს (უნდა შეაგროვოთ როგორც კი გაიშლება, როცა ფოთლები ჯერ კიდევ წებოვანია) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათი შეფუთული, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 2 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები