ანთების საწინააღმდეგო სასმელი, რომელიც წმენდს სისხლს და აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას. წარმოუდგენლად სასარგებლოა!

გსმენიათ ოდესმე კურკუმიანი რძის შესახებ, რომელსაც სხვანაერად ოქროს რძეს უწოდებენ? ეს არის ტრადიციული ინდური სასმელი, რომელსაც ჩვეულებრივ სვამენ ძილის წინ. იგი ხასიათდება ჯანმრთელობის მრავალი სარგებლით და ხშირად გამოიყენება როგორც ალტერნატიული საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად და ანთების ჩასაქრობად.

ამ რეცეპტში ჯანჯაფილის დამატება კიდევ უფრო აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი გამოიყენება როგორც არააუცილებელი ინგრედიენტი, ის დამატებით სამკურნალო თვისებებს ჰმატებს ნარევს.

მოდით გადავიდეთ თავად რეცეპტის შემადგენლობასა და მომზადების პროცესზე.

კურკუმას რძის შემადგენელი ინგრედიენტებია:

1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ცალი ჯანჯაფილი (დაჭრილი), 2 ჭიქა ქოქოსის რძე, 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი (ზრდის კურკუმას შეწოვას) და ნატურალური თაფლი (სურვილისამებრ).

მომზადების პროცესი ასეთია:

აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და შიგ მოათავსეთ თანდათანობით ზემოთ აღნიშნული ყველა ინგრედიენტი გარდა თაფლისა. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ჯანჯაფილის ფესვი და გაციების შემდეგ დაამატეთ თაფლი (ცელზე არ დაამატოთ, რადგან ასეთ დროს თაფლი კარგვს თავის სასარგებლო შემცველობას). აურიეთ კოვზი რომ თაფლი გაისნას და დალიეთ.

ცოტა რამ ინგრედიენტების შესახებ!

კურკუმა

კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. ასევე ის არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ებრძვის ანთებას მოლეკულურ დონეზე. იგი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და შემდეგ ასტიმულირებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს. ასევე ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში. აგრეთვე ზრდის ნაღვლის გადინებას. ამცირებს დაავადებასთან დაკავშირებულ ტკივილს და ცხელებას. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ასევე ათხელებს სისხლს.

ჯანჯაფილი

მის შემცველ ნივთიერება ჯინჯეროლს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. ეფექტურია ოსტეოართრიტის სიმპტომების შესამცირებლად. ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს დიაბეტით დაავადებულებში გულის დაავადების სხვადასხვა რისკ-ფაქტორებს.

Facebook კომენტარები