Vairkoseti

თუ კუჭის მჟავიანობა გაწუხებს, აი რა უნდა გააკეთო მისი კონტროლისთვის! დადასტურებული მეთოდებია..

კუჭის მჟავიანობა არის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე. ეს არ არის ძალიან სერიოზული დაავადება, მაგრამ მაინც ქმნის პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მაგრამ, თუ რეგულარულად გაწუხებთ კუჭის მჟავიანობა, ეს შეიძლება გადაიზარდოს დიდ დაავადებად, როგორიცაა GERD (გასტროეზოფაგური რეფლუქსი). ეს შეიძლება იყოს მრავალი მიზეზის გამო. შესაძლოა, საკვები არ იყო კარგად მონელებული, ან შესაძლოა თქვენი კუჭი აწარმოებს ძალიან ბევრ საჭმლის მომნელებელ მჟავას.

საბედნიეროდ, ხალხური მეთოდების გამოყენებით შეგვიძლია მჟავიანობის კონტროლი. გღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ჯანჯაფილი

უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჯანჯაფილი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. როდესაც ჩაიში ჯანჯაფილს უმატებთ, ის მოქმედებს როგორც კუჭის დამცავი წყლულებისგან. ეს ამცირებს მჟავების მოქმედებას კუჭში და ათავისუფლებს მჟავიანობას. ჯანჯაფილი ასევე მოქმედებს საყლაპავის სამკურნალოდ.

ჯანჯაფილის ჩაიში დამატების გარდა, შეგიძლიათ ის დაღეჭოთ. ასე უფრო ეფექტური იქნება მჟავიანობის კონტროლისთვის.

ცივი რძე

მჟავიანობის კონტროლისთვის სახლის სამკურნალო საშუალებებში ასევე შედის ცივი რძე. ცივი რძე მყისიერად ამშვიდებს წვის შეგრძნებას კუჭში. ის ასევე კალციუმის მდიდარი წყაროა. კალციუმი ხელს უშლის მჟავას წარმოქმნას და ასევე შთანთქავს კუჭში წარმოქმნილ ჭარბ მჟავას.

ბანანი

ბანანი დაგეხმარებათ მოიშოროთ კუჭის მჟავიანობა. ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც გვეხმარება მჟავიანობის შემსუბუქებაში. ყოველდღიურად ბანანის მირთმევა აუცილებლად გაამარტივებს კუჭში მჟავას გადინებას. ბანანი ასევე ხელს უწყობს კუნთების განვითარებას და კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

ინდური რეჰანის ფოთლები (ტულსის ფოთლები)

რეჰანის ფოთლები ზრდის ლორწოს გამომუშავებას, რაც საბოლოოდ იწვევს მჟავიანობის შემსუბუქებას კუჭის მჟავის ეფექტის შემცირებით.

ინდური რეჰანის ფოთლებს აქვთ ანტიმიკრობული თვისებები, რაც უზრუნველყოფს მყისიერ განთავისუფლებას მჟავიანობისგან.

რეჰანის ფოთლები ასევე სასარგებლოა სხვა სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა გულისრევა და გაზები.

აი როგორ უნდა გამოიყენოთ ის მჟავიანობის შესამცირებლად:

რამდენიმე რეჰანის ფოთოლს დაასხით მდუღარ წყალი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაცივებლად. გაცივების შემდეგ გაფილტრედ და მიღებული სითხე დალიეთ დღეში3-ჯერ.

Facebook კომენტარები
Vairkoseti