ბებიამ არავის დაუჯერა სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცადა ეს ხელნაკეთი შრატი, რომელიც 10 წლით აახალგაზრდავებს კანის ნებისმიერ ნაწილს.. თქვენც სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდით...
სახე არის მთელი სხეულის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ უნაკლო კანი ნაოჭების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ადვილი საქმე არ არის.
ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ამინდი, მზე, აკნე ან ასაკი, ჩვენი სახის კანი ძალიან ზარალდება და იძენს სხვადასხვა ნაკლოვანებებს. სახის კანის გასაუმჯობესებლად არსებობს სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურა, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ადამიანების უმეტესობას ურჩევნია მიმართოს ბუნებრივ მეთოდებს. ისინი ისეთივე ეფექტურია (ან უფრო ეფექტური), როგორც ძირითადი ინდუსტრიების მიერ წარმოებული კრემები და ლოსიონები.
ქვემოთ ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ხელნაკეთი შრატი და როგორ უნდა მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებლობა.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე სახის ინგრედიენტი. ესენია:
- ვიტამინი E კაფსულები (2 ცალი)
- ალოე ვერა (1 სუფრის კოვზი)
- მწვანე ჩაი (1 სუფრის კოვზი)
- სელის თესლი (2 სუფრის კოვზი)
- ეთერზეთი (2 წვეთი)
- წყალი (1 ჭიქა)
აი როგორ უნდა მოვამზადოთ და გამოვიყენოთ:
ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე დაბალ ცეცხლზე. დაელოდეთ მის ადუღებას და შემდეგ დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი სელის თესლი, ხარშეთ, სანამ ქაფიან გელს არ მიიღებთ. როდესაც მიიღებთ ამ მასას, უნდა დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მწვანე ჩაი.
ამის შემდეგ დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი და E ვიტამინის კაფსულის ექსტრაქტი. შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ბოლოს დაუმატეთ ეთერზეთის წვეთები და ისევ აურიეთ. ამ ლოსიონის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 8 დღემდე.
სანამ ამ შრატს გამოიყენებთ, სახე კარგად გაისუფთავეთ. შემდეგ წაისვით მიღებული შრატი ნაზი წრიული მოძრაობებით, სანამ არ შეიწოვება. დაინახავთ, როგორ მყისიერად იწყებს კანი ბევრად უფრო გაღიავებას და გაჯანსაღებას.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ კანის გარეგნობის გაუმჯობესებას.