ეს წვნიანი დაგიცავთ ტიპი 2 დიაბეტისგან და დემენციისგან. ძალიან გემრიელი და ჯანსაღია!

ამ სტატიაში გაგაცნობთ წვნიანის რეცეპტს, რომელიც დაგიცავთ ტიპი 2 დიაბეტისგან და დემენციისგან. ამ წვნიანის შემადგენელი ინგრედიენტებია კურკუმა, ვაშლი და ოსპი, რომლებსაც აქვთ მაღალი სამკურნალო თვისებები.

კურკუმა არის უაღრესად ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საკვები და რადგან ანთება მრავალი დაავადების ძირეული მიზეზია, ის ამსუბუქებს ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის: ალერგიას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, ბრონქიტს, ასთმას, დეპრესიას, დაღლილობას, ფსორიაზს, დიაბეტს, მეტაბოლურ დაავადებას.

სტრესი არის ანთების მთავარი მიზეზი და სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვაწყდებით რაიმე სახის სტრესს. თუმცა, კურკუმა ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ამ დაავადებისა და სიმპტომის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვაშლი ძალიან ჯანსაღი ხილია, რომელიც უბრალოდ გემრიელია. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

ოსპი ასევე ძალიან სასარგებლოა, ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით: ნაწლავის ანთებითი დაავადება, ქოლესტერინი, მაღალი წნევა, ოსტეოპოროზი. ოსპი მდიდარია ცილებით, რკინით და მაგნიუმით. აღმოჩნდა, რომ წითელ ოსპს სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო სრული კვების თვისებები აქვს.

აი, როგორ მოვამზადოთ ეს ჯანსაღი წვნიანი:

მისი ინგრედიენტებია:

1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი

1,5 ჭიქა ქოქოსის რძე

2 ვაშლი გახეხილი

2 ჭიქა წითელი ოსპი

1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი

1 ჩაის კოვზი კუმინი

1 თავი ხახვი, კუბებად დაჭრილი

1,5  ჩაის კოვზი დარიჩინი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების მეთოდი:

ჯერ წითელი ოსპი ცივი წყლით გარეცხეთ. ქვაბში გავადნოთ ქოქოსის ზეთი. მასში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ, სანამ არ გახდება რბილი და ოქროსფერი. შემდეგ დაამატეთ კურკუმა და წვრილად დაჭრილი ვაშლი და მოხარშეთ ნარევი 2 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ, ბოლოს კი დაამატეთ წყალი და ოსპი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ ქვაბს თავსახური და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.

შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის რძე და სანელებლები და ადუღეთ სანამ ოსპი არ დარბილდება.

წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ მორთოთ გოგრის თესლით და გახეხილი ქოქოსით.

ისიამოვნეთ!

Facebook კომენტარები