ფრთხილად: ფილტვის დაავადების ადრეული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ! ყურადღება მიაქციე შენს სხეულს!

ფილტვის დაავადება გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და იწვევს სიკვდილს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანებში მცდარი წარმოდგენაა, რომ ფილტვის დაავადების რისკის ქვეშ მხოლოდ მწეველები არიან.

ფაქტია, რომ ფილტვის დაავადების დაავადებულთა დაახლოებით 20% არამწეველია.  ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვი, რადონის გაზი და მეორადი მოწევა არის პოტენციური კიბოს გამომწვევი აგენტები, რომლებიც ზრდის ფილტვის სიმსივნის (დაავადების) რისკს.

ფილტვის დაავადების მკურნალობის საუკეთესო გზა მისი ადრეული აღმოჩენაა. რაც უფრო ადრე დაადგენთ დიაგნოზს, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდებით მისგან.

გაეცანით ფილტვის დაავადების ადრეულ სიმპტომებსა და ნიშნებს, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ.

ხშირი ავადმყოფობა.

ხშირი ავადმყოფობა მორეციდივე გრიპის, გაციების, პნევმონიის და ბრონქიტის თვალსაზრისით შეიძლება იყოს იმუნური სისტემის დათრგუნვის შედეგი. ექიმმა კელიმ აღნიშნა, რომ ეს ვერაგი დაავადება აზიანებს ფილტვებსა და ბრონქულ ქსოვილებს, რაც იწვევს რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული ავადობის ზრდას.

სისუსტე ზედა კიდურებში

კუნთების კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა და სისუსტე ზედა კიდურებში პარანეოპლასტიკური სინდრომის ნიშნებია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფილტვის დაავადებასთან..

მკერდის ზრდა მამაკაცებში

ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მამაკაცებში და მასზე რეალურად ბევრს არ საუბრობენ. მკერდის გადიდება და განსაკუთრებით ძუძუს ქვეშ არის ფილტვის დაავადების გამო. ის ასევე არის პარანეოპლასტიკური სინდრომის სიმპტომი, რომელიც ფილტვის დაავადების გვერდითი მოვლენაა.

უმიზეზო წონის დაკარგვა

ფილტვის დაავადება გავლენას ახდენს მადაზე. ამ მიზეზით თქვენ შეიძლება მალე დანაყრდეთ და დაკარგოთ ინტერესი საკვების მიმართ. ფილტვის დაავადების გარდა, მადის დაკარგვა შეიძლება იყოს კვებითი მოწამვლის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, კვებითი ალერგიის ან PMS ქალებში. მაგრამ თუ ცუდი მადის მიზეზი აუხსნელია, მაშინ უნდა გაიაროთ სრული გამოკვლევა, რათა დაადასტუროთ არის თუ არა ეს დაკავშირებული ფილტვის ვერაგ დაავადებასთან.

ტკივილი თითებში

დიახ, მართალია, მტკივნეული და გასქელებული თითები ფილტვის დაავადების ტიპიური სიმპტომია. ფილტვის სიმსივნე ათავისუფლებს ქიმიურ ნივთიერებებს თქვენს სისხლში, რაც იწვევს ძვლებისა და ქსოვილების ზრდას თქვენს ხელებზე და ფრჩხილების ქვეშ. ექიმმა კელიმ შემოგვთავაზა, რომ თითებში შეშუპების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

უხეში ხმა

მუდმივი ხველა, სისხლიანი ხველა, ხიხინი, უხეში ხმა და ტკივილი ყლაპვისას ფილტვის სენის ძლიერი ნიშნებია.

ხმაურიანი,ქოშნით სუნთქვა

ეს სიმპტომი ხშირია ქალებში, რაც შეიძლება უგულებელვყოთ, როგორც დაბერების პროცესის ან უმოქმედობის გვერდითი ეფექტი. მაგრამ ქოშინი არის ის, რაც საერთოდ არ უნდა უგულებელყოთ. ეს შეიძლება იყოს ადენოკარცინომის ნიშანი, რომელიც არის ფილტვის სენი, რომელიც ხშირია ქალებში.

დარწმუნდით, რომ არ უგულებელყოფთ ფილტვის დაავადების რომელიმე სიმპტომს და მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს.

Facebook კომენტარები