დაემშვიდობეთ ვარიკოზულ ვენებს ბუნებრივი საშუალებით! შედეგს ძალიან სწრაფად შეამჩნევთ!
ვარიკოზული ვენები არის შეშუპებული და გაფართოებული ვენები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ფეხებზე. ისინი, როგორც წესი, ლურჯი ან მუქი იისფერია. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება იყოს მრავალი პრობლემის შედეგი, მათ შორის ორსულობა, სიმსუქნე, სტრესი, ასაკი, გენეტიკა და ა. შ.
ვარიკოზული ვენების გაჩენის დასაწყისში ჩვეულებრივ მკურნალობენ კომპრესიული ტექნიკით, როგორიცაა კომპრესიული წინდების ტარება. თუმცა, მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად, სხვა ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნება, როგორიცაა მტკივნეული ანთება, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში და შეშუპება. გარდა ამისა, ვარიკოზულ ვენებს ხშირად ახლავს ობობის ვენები და გაფართოებული კაპილარები კანზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
რაც შეეხება ანთების შემსუბუქებას და სისხლის ნაკადის დაწყებას, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ნიორი. ნიორი წარმოუდგენელი სამკურნალო თვისებების მქონე ბოსტნეულია, მათ შორის ორგანიზმში ტოქსინების დაშლას და სხეულის ნარჩენების მეშვეობით მათ აღმოფხვრას უწყობს ხელს.
თუ თქვენს ყოველდღიურ რაციონში ნიორს შეიტანთ, ან თუ რეგულარულად იღებთ ნივრის დანამატებს, შეამჩნევთ ბევრ გრძელვადიან გაუმჯობესებას. თუ გსურთ ნახოთ შედეგი რაც შეიძლება მალე, უნდა დაიწყოთ ნივრის ნარევის გამოყენება პირდაპირ დაზიანებულ ადგილებში.
მისი შემადგენელი ინგრედიენტებია:
ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი
ერთი ცალი ნივრის კბილი, წვრილად გახეხილი
მომზადების პროცედურა:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და გააჩერეთ დაახლოებით თორმეტი საათი, რომ ინგრედიენტები კარგად შეერწყას ერთმანეთს. დროის გასვლის შემდეგ შეგილიათ გამოიყენოთ მიღებული ნარევი.
გამოყენება:
წაისვით ნარევი დაზიანებულ ადგილებში ნელი, წრიული მოძრაობებით. გამოიყენეთ თბილი სახვევი ან პირსახოცი, რომ შეიხვიოთ ნაზავით დამუშავებული ადგილი და გააჩერეთ დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში. შვებას ძალიან მალე იგრძნობთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერაც დაგჭირდებათ.