მოიცილეთ ყველა ტოქსინი ღვიძლიდან ძილის დროს! უბრალოდ დალიეთ 1 ჭიქა ეს შესანიშნავი სასმელი!

დღეს ამ სტატიაში გაგაცნობთ სასმელს, რომელსაც შეუძლია განკურნოს სტრესი, გაათავისუფლოს შფოთვა და დაგეხმაროთ სწრაფად დაძინებაში. და ეს არ არის მთელი მისი შესანიშნავი ეფექტი! ეს სასმელი ამავდროულად ამარაგებს თქვენს ორგანიზმს მრავალი საკვები ნივთიერებით.

ის გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აღადგენს ჯანმრთელობას.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალების მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად.

კურკუმა წარმოუდგენლად სასარგებლო მცენარეა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. კურკუმა ალბათ ყველაზე შესწავლილი სანელებელია! კურკუმას სასარგებლო თვისებებზე სხვადასხვა კვლევების 8000-ზე მეტი შედეგი დაგროვდა, რაც ადასტურებს, რომ კურკუმა ეფექტურია ჯანმრთელობის თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ.

ის ეფექტურად აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას, შეშუპებისა და ტკივილის გაჩენას და შეუძლია გაწმენდის რეაქციების სტიმულირება. კურკუმა შეიძლება დაემატოს ნებისმიერ საკვებს. ის არის ხელმისაწვდომი, იაფი და გემრიელი!

ჯანჯაფილი ასევე წარმოუდგენლად ჯანსაღი სანელებელია. ის აფერხებს კიბოს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ინსულინის სეკრეციას, ანადგურებს მიკრობებს, ხსნის ტკივილს და გულისრევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მისი ეფექტურობა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ შეუდარებელია!

ქოქოსის რძე შეიცავს ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს, შეუძლია დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე, დაიცვას გული, ხელი შეუწყოს წონის დაკლებას და ასევე ენერგიით უზრუნველყოს სხეული და ტვინი. ქოქოსის რძე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

კურკუმას, ჯანჯაფილის, შავი წიწაკის და ქოქოსის რძის ნარევი (ცნობილია როგორც „ოქროს რძე“) ძალიან გემრიელი, არომატული და ჯანსაღი სასმელია. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

როგორ მოვამზადოთ ეს ჯანსაღი სასმელი?

ამისათვის თქვენ უნდა მოიმარაგოთ:

1 ჩაის კოვზი კურკუმა

1 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი, დაჭრილი

2 ჭიქა ქოქოსის რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ძროხის რძე)

1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი (ხელს უწყობს კურკუმას შეწოვას)

ნატურალური თაფლი (სურვილისამებრ, გემოვნებით)

შენიშვნა: კოლიტისა და ნაწლავის სხვა პრობლემების დროს არ გამოიყენოთ შავი პილპილი!.

აი როგორ უნდა მოამზადოთ:

შეურიეთ ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი პატარა ქვაბში, გარდა თაფლისა. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და გააცხელეთ, სანამ ზედაპირზე ბუშტუკებს არ შეამჩნევთ. როდესაც ბუშტუკები გამოჩნდება შეამცირეთ ცეცხლი და დატოვეთ ადუღებამდე 5 წუთის განმავლობაში მინიმალურ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ გადოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ ნარევი. გაგრილების შემდეგ სურვილისამებრ დაუმატეთ თაფლი. თუ მოგწონთ დარიჩინის გემო, შეგიძლიათ ესეც დაამატოთ.

ამ შესანიშნავი სასმელის დალევა რეკომენდებულია ძილის წინ.

Facebook კომენტარები