გაწუხებთ მჟავას რეფლუქსი? ეს ხელნაკეთი სასმელი თქვენს პრობლემას უმოკლეს დროში მოაგვარებს!

მჟავა რეფლუქსი არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის მჟავე სითხე საყლაპავში გადადის, რაც იწვევს გულძმარვას. საყლაპავი არის მილი, რომელიც აკავშირებს კუჭსა და ყელს.

ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ მჟავა რეფლუქსი, ჩვეულებრივ გრძნობენ საკვების ან მჟავე სითხის რეგურგიტაციას ყელის უკან ან განიცდიან წვის შეგრძნებას გულმკერდში, რომელიც ცნობილია როგორც გულძმარვა.

შეიძლება გამოჩნდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა ყლაპვის გაძნელება, ხველა, ქოშინი და გულმკერდის ტკივილი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ღამით ძილის დროს. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები მჟავას რეფლუქსთან, თქვენ უნდა შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რათა თავი უკეთ იგრძნოთ.

თქვენ უნდა დაიკლოთ წონა, მოერიდოთ ზოგიერთ საკვებს, რომელიც აძლიერებს გულძმარვას და ეცადოთ, ნაკლები საკვები მიირთვათ.

ცნობილია, რომ გულძმარვას იწვევს შემდეგი საკვები: შოკოლადი, მშრალი და ცხიმოვანი საკვები და პიტნა. არ დალიოთ ალკოჰოლი და მოერიდეთ მოწევას.

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ შეამციროთ გულძმარვისა და მჟავას რეფლუქსის სიმპტომები:

ამ რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ერთი ცალი კარტოფილი და

ერთი ცალი ვაშლი

მომზადების პროცესი შემდეგნაერია:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად. შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში და დაფქვით. დაფქული კარტოფილი გადაიტანეთ სუფთა მარლაში და გამოწურეთ წვენი, მიღებული წვენი გადაიტანეთ მინის ჭიქაში. ამის შემდეგ იგივეს ვაკეთებთ ვაშლზეც. გარეცხეთ კარგად, გათალეთ, ამოიღეთ გული, დარჩენილი ნაჭრები კი მოათავსეთ ბლნდერში და დააქუცმაცეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა მარლაში და გამოწურეთ წვენი. მიღებული წვენი ჩაასხით კარტოფილის წვენის ჭიქაში და აურიეთ ხის კოვზით.

როგორ უნდა გამოვიყენოთ?

მიღებული სითხე დალიეთ დღეში ორჯერ. ის უნდა დალიოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია