როგორ მოვიშოროთ ლაქები სახეზე, ჭორფლები და ჰიპერპიგმენტაცია?! ეს არის ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ 2 ინგრედიენტს!

იცით რა არის ჰიპერპიგმენტაცია?

ეს არის ორგანიზმში არსებული დარღვევები, მელანინის დიდი რაოდენობით გამოწვეული მუქი ლაქები კანზე, რომელიც კანს მუქ პიგმენტს აძლევს. კანის პიგმენტაციის დარღვევას იწვევს მზის ზემოქმედება, გარკვეული დაავადებები, დაბერება, ორსულობა ან ტრავმა, რაც იწვევს კანზე ასაკობრივი ლაქების გაჩენას.

ასაკობრივი ლაქები და მზის ლაქები მზის საშიში ულტრაიისფერი სხივების შედეგია, რომელიც აზიანებს მელანინს და იწვევს დროებით ან მუდმივ ფერს. ეს ლაქები შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, რომელიც მზეზე იყო, ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება სახეზე ან ხელებზე.

ჰიპერპიგმენტაციის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით. ამ სტატიაში გთავაზობთ რეცეპტს.

აი რომელი ინგრედიენტები დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად:

  • ერთი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და
  • ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

აი როგორ უნდა გამოიყენოთ:

პატარა თასში მოათავსეთ ერთი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. დაუმატეთ მას ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ეს ინგრედიენტები. მიღებული ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებში და გააჩერეთ 15 წუთი გაშრობამდე. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ, აკრძალულია მაშინვე მზეზე გამოსვლა! გააკეთეთ ეს პროცედურა დღეში ერთხელ ან ორჯერ, სანამ არ დაინახავთ სასურველ შედეგებს.

ეს არის საკმაოდ მარტივი საშუალება, რომელიც ეფუძნება სამკურნალო უძველესი ინდური მეცნიერების პრინციპებს.

  • ლიმონი გაასუფთავებს კანს და მისცემს ბზინვარებას.
  • კურკუმა გაანათებს კანს და ასევე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო აგენტი.

მნიშვნელოვანია, რომ თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენი უნდა შეცვალოთ რძით, ან ლიმონის წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია