ნიღაბი, რომელიც თქვენს თმას გახდის უფრო სქელს და ძლიერს! ეს რეცეპტი ბებიამ მასწავლა!

სიმელოტე ან თმის ცვენა დღეს ორივე სქესისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, როგორიცაა ფიზიკური ან ემოციური სტრესი, კვების ხარვეზები, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგია, ცუდი ჰიგიენა და თმის მოვლის საშუალებების არასწორი გამოყენება.

თმის ეს ნიღაბი, რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას იმ ადგილებში, სადაც იგი ცვივა. გარდა ამისა, ის ღრმად კვებავს თმას და გახდის მას უფრო ძლიერ და ჯანსაღს.

ეს იაფი და მარტივი მეთოდი კვირაში ერთხელ უნდა მიმართოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი მწიფე ბანანი
  • ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • ½ ჭიქა (125 მილილიტრი) ლუდი

მომზადება და გამოყენება:

თასში ჩანგლის ან საჭყლეტის დახმარებით დაჭყლიტეთ ბანანი და დაუმატეთ მას ერთი ცალი უმი კვერცხი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მას დაუმატეთ ნატურალური თაფლი და ლუდი და ისევ კარგად აურიეთ.

მიღებული ნაზავი წაისვით თავის კანზე და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დაიფარეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად.

ნებისმიერი წამლის, ან მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან!

ბანანი არის კალიუმის და ვიტამინების A, C და E შესანიშნავი წყარო , რაც მათ იდეალურს ხდის სუსტი თმისთვის. ეს ვიტამინები აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი თმისთვის.

კვერცხი მდიდარია ცილებით და თმის ერთ-ერთი კომპონენტი ასევე ცილაა. ამიტომ ცილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თმის ჯანსაღ ზრდაში. გარდა ამისა, კვერცხი თქვენს თმას უპრეცედენტო ბზინვარებას მისცემს.

ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით , რომლებიც ამკვრივებენ თმის კუტიკულებს.

თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და შეუძლია დაარბილოს და გლუვი გახადოს თმა. ეს არის ვიტამინების შესანიშნავი წყარო, რომლებიც ძალიან სასარგებლოა თქვენი სკალპისთვის.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია