თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ, თქვენ სწრაფად გათავისუფლდებით თირკმელების, შარდის ბუშტისა და ბრონქიტის დაავადებებისგან!
წარმოიდგინეთ, რამდენი ხახვი გამოიყენება მსოფლიოში და რამდენი ხახვის კანი იყრება ნაგავში. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ხახვის კანი, რომელიც თქვენ უსარგებლო გგონიათ, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
თუ ზოგიერთ წარსულ კვლევას დავუჯერებთ, ხახვის კანი უფრო მკვებავია, ვიდრე თავად ხახვი!
მოდით უფრო დეტალურად გავიგოთ, თუ რის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ხახვის კანი
თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების შესამცირებად
ამ პრობლემების სამკურნალოდ, სამი ჩაის კოვზი დაჭრილი ხახვის კანი უნდა ჩაყაროთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.
ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ხახვის ქერქს შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინის დონე. დაამატეთ დაქუცმაცებული ხახვის კანი თქვენს სასმელს (წყალი, წვენი) და დალიეთ ყოველდღიურად. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ის თქვენს სუპებში, მარცვლეულებსა და სალათებში.
მკურნალობს კანის დაავადებებს
ხახვის კანი მკურნალობს მეჭეჭებს, სოკოებს, მცირე ჭრილობებს, დერმატიტს და სხვა პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება კანის ზედაპირზე.
გაახმეთ ხახვის კანი, შემდეგ დააქუცმაცეთ, რომ მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. მიღებული ფქვილი უნდა შეურიოთ თქვენს დამატენიანებელს ან მცენარეულ ზეთს 2:3 თანაფარდობით. ეს მალამო წაისვით კანზე დღეში 2-ჯერ. შეინახეთ წამალი გრილ ადგილას.
მკურნალობს ბრონქიტს
ხახვის კანი ძალზე ეფექტურია მწვავე ბრონქიტისა და ძლიერი ხველის მოსახსნელად. შეგვიძლია გამოვიყენოთ კომპრესადაც.
საკმარისია ხახვის კანი 15 წუთის განმავლობაში ჩავდოთ მდუღარე წყალში. შემდეგ დაასველეთ რბილი კომპრესი ამ ხსნარში და დაიდეთ ზურგზე დღეში სამჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.
ებრძვით გრიპს, რინიტს და გაციებას
ალერგიული რინიტი ან გაციება შეიძლება სწრაფად მოიშოროთ ხახვის კანით. მოათავსეთ ოთხი სუფრის კოვზი ხახვის კანი მდუღარე წყალში. შემდეგ სახით დაეყრდენით ქვაბს, სადაც ხახვი და წყალია მოთავსებული და შეისუნთხეთ ორთქლი სამიდან ხუთი წუთის განმავლობაში. ამ დროში ეს საშუალება მოგიხსნით ცხვირის შეშუპებას, გაწმენდს ფილტვებს და გაათავისუფლებს ინფექციებსა და ბაქტერიებს.
თუ ხახვი შესანიშნავია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაშინ ქერქები უფრო სასარგებლოა. ამიტომ ორჯერ დაფიქრდით სანამ გადააგდებთ.
ყველა მასალა მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. გამოყენებამდე გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს!