გაიწმინდეთ კუჭ-ნაწლავი მწვანილითა და წვენებით! ეს გამწმენდი მეთოდი დროში გამოცდილია..

ჩვენს კუჭ-ნაწლავს, ისევე როგორც სხეულის სხვა ორგანოებს, დროთა განმავლობაში სჭირდება გაწმენდა, რათა მათი მოძრაობა არ შეფერხდეს. ამისათვის უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს. დღეს მე გიზიაებთ ერთ-ერთ მათგანს.

კუჭ-ნაწლავის გაწმენდა მწვანილითა და წვენებით

გაწმენდის ამ მეთოდის გამოსაყენებლად მხოლოდ ერთი დღე-ღამე დაგჭირდებათ. გაწმენდამდე ორი დღით ადრე რაციონიდან გამორიცხეთ ცხარე და მარილიანი კერძები. გაწმენდის დღეს დილით, უზმოზე, დაახლოებით 10-ის ნახევარზე შეძლებისდაგვარად, ერთი მოსმით ან დიდი ყლუპებით დალიეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი. უკეთესია გაფილტრული, ეკოლოგიურად სუფთა. ამის შემდეგ დაიწყეთ ბოსტნეულის წვენის მომზადება.

აიღეთ ჯერ კიტრის, ყაბაყის ან გოგრის წვენი. ამისთვის ისინი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მერე კი გაწურეთ (შეიძლება წვენსაწურით), წვენი დაახლოებით 1/2 ჭიქა გამოვა. შეავსეთ ნებისმიერი ბოსტნეულის ან ხილის წვენით – ტომატის, ჭარხლის, სტაფილოს, კომბოსტოს, ვაშლის, ქლიავის და სხვა. წყლის დალევიდან 15 წთ-ის შემდეგ გააკეთეთ რამდენიმე ფიზიკური სავარჯიშო და აუცილებლად გააკეთეთ 10 ბუქნი. ამის შემდეგ 15 წამით ჩაჯექით, ადექით, გაავარჯიშეთ ფეხები და ასე გააკეთეთ 3-ჯერ. შეიძლება ამის შემდეგ ნაწლავის დაცლა მოგინდეთ.

ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მომზადებული ნაყენის და მწვანილის საუზმეს (კონა მწვანილის, რომელიც ოხრახუშისგან, კამისგან, ნიახურისგან შედგება) შეუდგეთ. ისაუზმეთ დაახლოებით დილის 9 სთ-ზე. მწვანილი მიირთვით პურის და მარილის გარეშე. ნელ-ნელა დაღეჭეთ და წვენი მიაყოლეთ.

ზუსტად ერთი საათის შემდეგ, 10 სთ-ზე დალიეთ დიდი ყლუპებით ოთახის ტემპერატურის ერთი ჭიქა წყალი. კიდევ 1 საათის შემდეგ 11 სთ-ზე დალიეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი. 12 სთ-თვის მოამზადეთ კიდევ ერთი კონა მწვანილი და
ერთი ჭიქა წვენი, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილიც იქნება კიტრი ან გოგრა ან ყაბაყი და დამატებით თქვენი შეხედულებისამებრ.

12 სთ-ზე მიირთვით ერთი კონა მწვანილი პურის და მარილის გარეშე, მიატანეთ დიდი ყლუპებით წვენი. 13 და 14 სთ-ზე ისევ დალიეთ წყალი, 18 სთ-ზე მწვანილი წვენით, 19 და 20 სთ-ზე წყალი, 21 სთ-ზე მწვანილი და წვენი, 22 და 23 სთ-ზე წყალი.

თუ სითხის ეს რაოდენობა თქვენთვის ძალიან ბევრია დალიეთ არა თითო, არამედ 2/3 ჭიქა. სასურველია ამ დღეს არაფერი ჭამოთ, მაგრამ თუ ძალიან შეგაწუხათ შიმშილის გრძნობამ მიირთვით ცოტა ბოსტნეული ან ხილი უპუროდ, უმარილოდ ან სხვა დანამატების გარეშე.

ღამით რამდენჯერმე მოგიწევთ ადგომა შარდის ბუშტის დასაცლელად, ამიტომ გაწმენდის ჩატარება უმჯობესია შვებულების დროს. ღამის 2 ან 3 საათზე კიდევ ერთი ჭიქა წყალი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის. მეორე დღეს, დილით უზმოზე ისევ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და გააკეთეთ რამდენიმე ბუქნი, რომ შეამსუბუქოთ ნაწლავების დაცლა.

ასეთი გაწმენდის ჩატარება საკმარისია წელიწადში 1-2 ჯერ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”- ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები