ეს სამკურნალო წამალი კურნავს უამრავ დაავადებას…  გაწმენდს სისხლძარღვებს, გააძლიერებს იმუნურ სისტემას და დაარეგულირებს არტერიულ წნევას.

ნივრის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი კლავს მიკრობებსა და ვირუსებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.წითელი ღვინისა და ნივრის ნაყენი შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვინც მუდმივად განიცდის არტერიული წნევის უეცარ ცვლილებას. ასევე, ეს წამალი შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას, წმენდს სისხლს და დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ნივრის ნაყენის უნიკალურ რეცეპტს, ვიმედოვნებთ, რომ ის გამოგადგებათ.

ნივრის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 12 კბილი ნიორი
  • 1 ლიტრი კაჰორი (წითელი ღვინო)

როგორ უნდა მოამზადოთ:

ნივრის თითოეული კბილი დავჭრათ 4 ნაწილად და მოვათავსოთ შუშის ქილაში. შემდეგ მას  დაასხით ღვინო და ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. განათავსეთ ქილა ბნელ და გრილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. შეანჯღრიეთ ქილა დღეში 2-3-ჯერ. 14 დღის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და ჩაასხით მუქი შუშის ბოთლში.

როგორ უნდა გამოიყენოთ?

დალიეთ თქვენს მიერ მომზადებული სითხიდან 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში. 6 თვის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ კურსი.

ყურადღება: ეს ნაყენი უკუნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში, გასტრიტით, პანკრეატიტით, კუჭის წყლულით დაავადებულ ადამიანებში. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ თქვენს მეგობრებს ამ სასწაულმოქმედი წამლის შესახებ!

Facebook კომენტარები