დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი ბუასილს. სანამ ეს საშუალება არ გამოვიყენე, იქამადე არაფერმა არ მიშველა...

ბუასილი არის ანუსის და სწორი ნაწლავის შეშუპებული ვენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილი და რექტალური სისხლდენა. ასებობს ორი სახის ბუასილი: - შიდა და გარე.

შიდა ბუასილი განლაგებულია სწორ ნაწლავში და ჩვეულებრივ არ ჩანს. გარეგანი ბუასილი კი არის ანუსის გარეთა კანზე.

ბუასილს თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები სწორ ნაწლავში და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ნაწლავში სისხლი გამოჩნდეს. გარდა ამისა, შესაძლოა დისკომფორტი შეგექმნათ ჯდომისას.

ჩვეულებრივ, ანთება იწყება 40 წელს მიღწეულ ადამიანებში. პროქტოლოგს შეუძლია ოფიციალური დიაგნოზის დასმა, მკურნალობის მეთოდებსაც განსაზღვრავს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი?

  • ცუდი კვება
  • მემკვიდრეობითი ფაქტორები
  • პასიური ცხოვრების წესი
  • ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლის გაზრდა ანუსის შიგნით და მის გარშემო მდებარე ვენების კედლებზე.
  • ორსულობა
  • სიმსუქნე

როგორ ავიცილოთ თავიდან?

  • პირველ რიგში, მოერიდეთ უმოძრაო ცხოვრების წესს. იარეთ დღეში მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში ან სცადეთ სხვა ფიზიკური ვარჯიშები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
  • შეინარჩუნეთ სხეულის ადეკვატური წონა.
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.
  • მოერიდეთ ძალიან ცხარე ან ცხიმიან საკვებს.
  • და ბოლოს, გაზარდეთ ბოჭკოების, ხილის, ბოსტნეულის, მთელი მარცვლეულის მიღება და ა. შ.

ბუასილის მკურნალობა შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით.

გარე ბუასილის მკურნალობა

  • ქავილის მოსახსნელად შეგიძლიათ მიიღოთ ცივი წყლის აბაზანები დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით ნაწლავის მოძრაობის შემდეგ.
  • ცხენის წაბლი არაჩვეულებრივი საშუალებაა მცირე სისხლდენისა და ანთების შესაჩერებლად. ისინი ასევე იდეალურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მათი მიღება შესაძლებელია ორი განსხვავებული გზით. პირველი გზა არის მედიკამენტების გამოყენება სუპოზიტორების სახით, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში, ან ინფუზიის სახით. მეორე გზა - როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესი. ამ კომპრესისთვის აიღეთ სამი ან ოთხი ცალი ცხენის წაბლის ფოთოლი მოათავსეთ წყლიან ჩაიდანში და მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, სუფთა ნაჭერი დაასველეთ გაგრილებულ ნახარშში და დაიდეთ სწორი ნაწლავის მიდამოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • მოცვი იდეალურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ანთების სამკურნალოდ. ჩაიდანში მოათავსეთ ნახევარი ჭიქა მოცვი და დაასხით 2 ლიტრი წყალი. დადგით გაზქურაზე და ხარშეთ რამდენიმე წუთის მანძილზე. ადუღების შემდეგ გადმოდგით ჩაიდანი ცეცხლიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას. გაგრილების შემდეგ სითხეში დაასველეთ სუფთა ნაჭერი და დაიდეთ კომპრესა მტკივნეულ ადგილას.

შიდა ბუასილის მკურნალობა

  • იონჯა: მასში შემავალი K ვიტამინის რაოდენობა ხელს უწყობს სისხლდენის თავიდან აცილებას. ის შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, კალციუმს და ბევრ სხვა საკვებ ნივთიერებას. იმისთვის, რომ ეს სასარგებლო თვისებები გამოიყეოთ, ბლენდერში მოათავსეთ დაახლოებით ერთი ჭიქა კარგად გასუფთავებული იონჯა და ნახევარი კიტრი. დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ გლუვი მასა. მიღებული წვენი შეიძლება იყოს გარკვეულწილად სქელი, ამიტომ შეიძლება დაუმატოთ ერთი ჭიქა წყალი და ცოტა თაფლი. სასურველია ამ სითხის დალევა დილით.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია