ძმარი ჩაასხით თასში და დაუმატეთ საცხობი სოდა. ამ მეთოდით თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ფრჩხილის სოკოს არსებობას!

სოკოვანი ინფექცია სხვადასხვაგვარად ვლინდება – გაყვითლება, ფრჩხილის ფირფიტის აქერცვლა, ბზარები და ქავილი თითებს შორის. ყოველი მეხუთე ადამიანი დაავადებულია ამ დაავადებით.

ინფექციის წარმოშობაში დიდი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა ფაქტორებს, როგორიცაა:

  • მჭიდრო ფეხსაცმელი,
  • იმუნიტეტის დაქვეითება,
  • ფეხების ძლიერი ოფლიანობა,
  • ჭარბი წონაც კი.

ჩვენი რჩევაა ფრჩხილის სოკოს არსებობის შემთხვევაში იმოქმედოთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ!

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან თუ რაიმე ნიშანს შეამჩნევთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა:

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც ადვილად შეძლებთ ფეხის ფრჩხილის სოკოს განადგურებას

ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ჩვეულებრივი საცხობი სოდა და ვაშლის  ძმარი. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოკო მჟავე გარემოში კვდება, სოდა კი ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

რა უნდა გავაკეთოთ?

ვაშლის ძმარი და თბილი წყალი აურიეთ 1:3 თანაფარდობით, მიღებული მასა ჩაასხით ჭურჭელში, სადაც შეძლებთ ფეხების მოთავსებას. შემდეგ ჩააწყვეთ ფეხები ამ ხსნარში და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ, ამოაწყვეთ ფეხები და შეიმშრალეთ.

თასში ისევ ჩაასხით თბილი წყალი (დაახლებით 2 ლიტრი) და გახსენით 2 ს. კ. საცხობი სოდა. ჩააწყვეთ ფეხები ამ აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში.

დროის გასვლის შემდეგ მოიცილეთ და / ან მოიჭერით ფრჩხილის სოკოთი დაზიანებული ადგილები.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს ჯანსაღი ფრჩხილების სრულ ზრდამდე.

Facebook კომენტარები