ჯადოსნური რეცეპტი თმის სწრაფი ზრდისთვის! ამისთვის მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო!

თმის ცვენასთან ბრძოლა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია სხვადასხვა სტრესული სიტუაციები, საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტოქსინს და ბევრ, ბევრ სხვა ფაქტორს. თმის ცვენა თანაბრად აწუხებს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.

ადამიანები ცდილობენ მიმართონ ამა თუ იმ ხერხს თმის აღსადგენად, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ყველაფერი სასურველ შედეგს არ იძლევა! რა თქმა უნდა, ბოლო გამოსავალი თმის გადანერგვაა, მაგრამ ყველას არ აქვს საკმარისი სახსრები ამ ტიპის მკურნალობისთვის.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ერთ გამოსავალს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გიცდიათ და გარწმუნებთ, ძალიან ეფექტურია სიმელოტისა და თმის ცვენის დროს.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების მეთოდი ასეთია:

აიღეთ საშუალო ზომის კონტეინერი და მასში მოათავსეთ ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი. მომზადებული ნაზავი ნაზად შეიზილეთ თმის ძირებში და შემდეგ წაისვით დანარჩენ თმაზე . დაიფარეთ თმაზე ცელოფანი და გაიჩერეთ დაახლოებით ორიდან ოთხი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებისამებრ თქვენი შამპუნით. ორთვიანი გამოყენების შემდეგ შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

ცოტა რამ ინგრედიენტების შესაებ:

  • აბუსალათინის ზეთი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება თმის ცვენის სამკურნალოდ, რადგან ის შესანიშნავი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა და კარგად ებრძვის ყველა სახის ინფექციას. ის ასევე შეიცავს რიცინოლეინის მჟავებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში. ასტიმულირებს თმის ზრდას 3-5-ჯერ.
  • თავის მხრივ, კვერცხის გული შეიცავს ამინომჟავებს და ცილებს და ამარაგებს თმას საკვები ნივთიერებებით.
  • თაფლი არის სასარგებლო ინგრედიენტი და ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. შესანიშნავია თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია