თუ ბუასილი გაწუხებს, მაშინ ეს მეთოდი უნდა გამოიყენო! უამრავმა ადამიანმა დაადასტურა მისი ეფექტურობა..
ვისაც ქრონიკული ჰემოროი აქვს, კარგად უწყის გამწვავების პერიოდში მასთან დაკავშირებული უხერხულობანი.
გთავაზობთ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარების საშუალებას:
2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დაიდეთ საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე სრულ შეხორცებამდე.
სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ფარსმანდუკი და
დაასხათ სპირტი, უნდა გააჩეროთ 2 კვირა და მიიღოთ 30 წვეთი მცირე წყლით გაზავებული, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში ეს წვეთები სისხლდენას შეაჩერებს.
სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას კარგია ჭინჭარი და ძახველიც. 2 სუფრის კოვზ
ჭინჭრის მშრალ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და გააჩეროთ 1 საათი, შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
ბუასილს ასევე შველის ცირცელის ნაყოფის ახალგამოწურული წვენი. დალიეთ ეს წვენი დღეში სამჯერ 2-2 სირჩის ოდენობით, ოღონდ უნდა დაამატოთ შაქარი და მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.
ბუასილის დროს: ხარშეთ ჭარხალი 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ჭარხლიანი ქვაბი ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გააცივეთ.
უკვე მზა ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. ჭამეთ თითო-თითო ნაჭერი დღეში 3-ჯერ ბუასილის კვანძის სრულ გაქრობამდე.
სასურველია საკვები რაციონიდან ცხარე, მჟავე და მლაშე საკვების გამორიცხვა.
შეკრულობის დროს: 20 გ ხეჭრელის ნაყენს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ.
მკვეთრად გამოხატული შეკრულობის დროს:
დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 5 გრამი ჭინჭრის ფხვნილი და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
ფაღარათის დროს:
ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ან შავი ჩაი კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ 2-3 ყლუპი წყლით. თუ ასე მოიქცევით დღეში 2-3-ჯერ, ფაღარათი აღარ შეგაწუხებთ.