თქვენი გულის ბუნებრივი სამკურნალო რეცეპტი! ეს რეცეპტი ყველა ოჯახში უნდა არსებობდეს!!.

დღეს გვინდა სუპერ რეცეპტის შესახებ გიამბოთ. ის დაახლოებით 800 წლისაა! ამ რეცეპტის შემქმნელია ცნობილი მონაზონი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი, რომელიც 800 წლის წინ ცხოვრობდა.

მისი რეცეპტი ბერიდან ბერს გადაეცემოდა და ცოტა მოგვიანებით იგი ექიმმა ჩამოწერა და გააუმჯობესა!

მონაზონმა თქვა, რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ეს შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი გულისა და სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებაში.

გამოიყენეთ იგი, როდესაც გულის ნებისმიერ პრობლემას გრძნობთ, როგორიცაა გულისცემის გახშირება სტრესის, სტენოკარდიის, შეკუმშვის დროს და ა. შ.

თქვენი გულის ბუნებრივი სამკურნალო რეცეპტი

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 10 ღერო ახალი ოხრახუში,
  • 1 ლიტრი სახლში მომზადებული წითელი ან თეთრი ღვინო,
  • ორი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი,
  • 300 გრამი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ღვინოში ჩაყარეთ დაჭრილი ოხრახუში, დაუმატეთ ძმარი. წამოადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. ბოლოს უნდა დაამატეთ 300 გრამი თაფლი და საფუძვლიანად აურიეთ. გაწურეთ ცხელი ღვინო და გადაიტანეთ მინის ბოთლში. აურიეთ კარგად! ნალექი, რომელიც წარმოიქმნება, არ არის საზიანო!

აი როგორ უნდა გამოიყენო:

ეს საშუალება გამოიყენება ყოველდღიურად, თითო სუფრის კოვზი, სიმპტომების გაქრობამდე. საუკეთესო ეფექტს იძლევა საღამოს მიღების დროს. ვინაიდან პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს, ნუ გამოიყენებთ დილით სამუშაოს დროს ან საქმიანი შეხვედრის დროს და ა. შ.

თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილი გაქვთ, გირჩევთ მიმართოთ თქვენს ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცირე ფიზიკური დატვირთვა კარგია ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის! გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ის თქვენს ხელშია.

Facebook კომენტარები