კომში ყველაზე სასარგებლო ხილია მთელს მსოფლიოში.. ის უამრავ დაავადებას კურნავს!

კომშს უძველესი დროიდან იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის, კუჭ–ნაწლავის, თირკმელების, გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებების, დიარეის, ბრონქული ასთმის, სისხლნაკლებობის, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენისას და სხვ. არის შარდმდენი, სისხლის აღმდგენი საშუალება. ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, ხველების დროს კი მოქმედებს, როგორც ამოსახველებელი საშუალება

ხველების დროს – ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
იაფი ავიაბილეთები avia.geანგინისა და ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება – მოხარშეთ ასი გრამი კომშის თესლი ორ ჩაის ჭიქა წყალში, სანამ არ განახევრდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნახარში დღეში სამჯერ.

ხალხურ მედიცინაში კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. დადგენილია, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სიყვითლისა და დიარეის დროს.

ამ დაავადებების სამკურნალოდ უნდა მიიღოთ კომშის ნახარში: 10 გრამ ნაყოფს დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ჭამის წინ, უმადობისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

მოხარშული კომშის რბილობი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს და ღებინების საწინააღდეგო საშუალებად.

რკინის დიდი შემცველობის გამო კომშის უმ ნაყოფს იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს.

უმი კომშის ან კომშის ჩირის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად. ამისათვის საჭიროა დღეში სამჯერ მიიღოთ კომშის ნაყოფის ჩაი.

კომში, ასევე, კარგია მხედველობისთვის. მხედველობის გასაუმჯობესებლად მიირთვით კომშის ნაყოფი.

Facebook კომენტარები