თუ გულის პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ გამოიყენოთ ეს ხალხურისაშუალება!
გული არის სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო. იგი სისხლს სისხლძარღვოვან კალაპოტში ამოძრავებს.
გული მუშაობას ადამიანის სიცოცხლის ჩანასახოვანი პერიოდიდან იწყებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩერდება. უგულოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს, რადგან იგი სისხლთან ერთად ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებით ამარაგებს, ამასთანავე, არა მხოლოდ მის ქვემოთ მდებარე ორგანოებს, არამედ მის ზემოთ მოთავსებულ სახესა და თავის ტვინსაც.
სწორედ ამიტომ, გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანია და მას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება.
ჩვენ გთავაზობთ კალიუმით მდიდარი, ჯანსაღი, შინ მომზადებული ნარევის გაკეთებას. ის გააჯანსაღებს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და დაგიცავთ მასთან დაკავშირებული დაავადებებისგან.
ამ საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ქიშმიში – ორი სუფრის კოვზი;
- ლიმონის კანი (დაჭრილი) – ორი სუფრის კოვზი;
- მდუღარე წყალი – 250 მლ.
აი როგორ უნდა მოვამზადოთ ეს სამკურნალო სასმელი:
გაასუფთავეთ ლიმონის კანი, მოათავსეთ ქიშმიშთან ერთად საშუალო ზომის ქვაბში და ზემოდან დაასხით წინასწარ ადუღებული წყალი. ამის შემდეგ დაახურეთ თავსახური მჭიდროდ. გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში ერთი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ სითხე, შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
Როგორ გამოვიყენოთ?
თქვენ უნდა დალიოთ ეს საშუალება დღეში სამჯერ: დაყავით მზა სასმელი სამ თანაბარ ნაწილად და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.