თუ ღვიძლის გასუფთავება გინდა ცხიმისგან, მაშინ ეს რეცეპტი უნდა გამოიყენო! ის სულ რაღაც 7 დღეში იმოქმედებს..

ჩვენს ორგანიზმში ღვიძლი პასუხისმგებელია ფერმენტების, ცილების და გლუკოზის სინთეზზე.

მისი განადგურების ძირითადი მიზეზებია ალკოჰოლი, შემწვარი ცხიმიანი საკვები, დამუშავებული საკვები.

თუ გრძნობთ ტკივილს ნეკნების ქვეშ, გაქვთ გულისრევა, თავბრუსხვევა ან /და მადის ნაკლებობა, ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ!

თუ გაწუხებთ ეს სიმპტომები, შეიძლება გქონდეთ ღვიძლში ჭარბი ცხიმი.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან
  • – მიირთვით მწვანე ბოსტნეული
  • – მიირთვით ხილი
  • – მოერიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს
  • – ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ.

ღვიძლის ცხიმებისგან გასაწმენდად გთავაზობთ მძლავრი ნატურალური წვენის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახლში სწრაფად და მარტივად მოამზადოთ.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • 1/2 ჭიქა ქიშმიში,
  • წვენი 1 ლიმონის,
  • 1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი და
  • 2 ჭიქა წყალი.

მომზადება:

ჩაასხით წყალი ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა წყალი ადუღდება, დაამატეთ ჭარხალი და ქიშმიში. გამორთეთ ცეცხლი, როგორც კი ნარევი ადუღდება და დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 45-60 წუთის განმავლობაში.

გაციებული ნარევი მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ. თქვენი ბუნებრივი სუპერ ეფექტური სასმელი მზად არის.

მიღება:

მისი დალევა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ, თითო 200 მლ: ერთხელ დილით უზმოზე და მეორედ ვახშმის წინ.

რეკომენდირებულია ასეთი მკურნალობის გაგრძელება 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ კურსი.

ჰიპერტენზიისთვის

შეურიეთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი 1 ჭიქა ნატურალურ თაფლს, სანამ გლუვდება. ეს ნარევი კარგია ჰიპერტენზიისთვის. წნევის ნორმალურ დონეზე დასაბრუნებლად, ამ ნარევიდან ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი უნდა დალიოთ ჭამის წინ.

ანემიის დროს რეკომენდებულია ამ წვენის გამოყენება:

შეურიეთ ერთი ჭიქა ვაშლის წვენი და 3 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი. წვენების ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

მენოპაუზის დროს

შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ჭარხლის ახალი წვენი 1:1 თანაფაედობით. ამ სასმელის დალევა რეკომენდებულია ქალებისთვის მენოპაუზის დროს, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია