თუ თმის ცვენა გაწუხებს, ეს სახლში მოსამზადებელი კომბინაცია გამოიყენე! ის ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოგიხსნით..
ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემები. მის მოსაგვარებლად მეცნიერებმა უამრავი საშუალება შექმნეს, მაგრამ ისინი ან ძვირადღირებულია, ან არ აქვს შედეგი. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებასა და სამუდამოდ დავიწყებაში. ამ საშუალების მთავარი ინგრედიენტია ნიორი.
ნიორში შემავალი თვისებები ძალიან ეხმარება თმის ცვენის შეჩერებას, როგორც შინაგანად, ისე გარედან.
ნიორის ზეთი არის პროდუქტი, რომელმაც მიიღო მნიშვნელობა მედიკამენტების ჩამონათვალში, რომლებიც თმის ცვენას ებრძვის, რადგან ნაჩვენებია, რომ ის ეფექტურია თმის სხვადასხვა ტიპისთვის, რაც ეფექტურ შედეგს იძლევა რამდენიმე დღეში.
ბევრ ადამიანს არ მოსწონს ნივრის სუნი. მიუხედავად ამისა, ის იმდენად სასარგებლო ინგრედიენტია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომ უძველესი დროიდან აღიარებენ მის სამკურნალო თვისებებს.
რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, ნიორი სასარგებლოა თავის კანისთვის (სკალპისთვის), რადგან:
– ამცირებს ქავილს და წვას
– მკურნალობს დაზიანებულ თმას
– უზრუნველყოფს თმის ძირების სიძლიერეს
– ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას
ნივრის ანტიბაქტერიული გამოყენება
მისი გამოყენებით თქვენ ამცირებთ ბაქტერიების და ინფექციების რაოდენობას, რაც იწვევს კაპილარების დაზიანებას და ასტიმულირებს თმის ბუნებრივ ზრდას.
თუ ნივრის ზეთს რეგულარულად იყენებთ, ის ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას ამ მიდამოში და ამცირებს გაღიზიანებას თმის ფოლიკულებზე.
ნივრის ზეთის ფორმულა თმის ცვენის შეჩერების მიზნით
ეს პროდუქტი “კვებავს” დაზიანებულ თმას, ახდენს მის სტრუქტურირებას და ჰმატებს მშვენიერ ბზინვას.
მისი შემადგენელი ინგრედიენტებია:
- 2 კბილი ნიორი და
- 8 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
როგორ მოვამზადოთ?
ქვაბში მოათავსეთ გასუგთავებული ნიორის კბილები (შეგიძლიათ ის დაჭრათ სასურველ ზომებად). დაამატეთ ზეითუნის ზეთი ისე, რომ იგი მთლიანად ჰფარავდეს ნიორს. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, როდესაც ზეთის არომატი დატრიალდება სახლში გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან. შეინახეთ იგი დახურულ ჭურჭელში ბნელ ადგილას დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. ასევე ზეთი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 1 თვის განმავლობაში.
როგორ უნდა გამოვიყენოთ მიღებული ნარევი?
სუნის გამო, გირჩევთ მიღებული ნარევი წაისვათ ღამით, როცა დასაძინებლად მიდიხართ. მოათავსეთ ზეთი ხელში და შეიზილეთ იგი თმაზე და სკალპზე. დაიფარეთ საშხაპე ქუდი ან პირსახოცი და წადით დასაძინებლად. დილით მოიხსენით ქუდი და ჩამოიბანეთ შამპუნით ჩვეულებრივი მეთოდით.
ამ პროცედურის რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ თმის ცვენა სამუდამოდ შეგიწყდებათ და ასევე თმას შესძენს ბზინვარებასა და მოცულობას.