გააკეთეთ ხველისა და ბრონქიტის საწინააღმდეგო ნაყენი კომბოსტოს ფოთლითა და თაფლით!! მიი შედეგი განგაცვიფრებთ..

ძალიან ხშირად ძნელია მუდმივი ხველისგან თავის დაღწევა. ზოგჯერ წამალიც კი არ შველის. ხველასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მართლაც ეფექტური საშუალებაა კომბოსტოს ფოთლი თაფლით. ეს მართლაც "ოქროს" ხველის წამალია.

ამ მკურნალობისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ის თანაბრად ეფექტურია, როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.

მკურნალობის დასაწყებად დაგჭირდებათ:

  • ერთი თავი კომბოსტო და
  • ნატურალური თაფლი.

აი, რა უნდა გააკეთოთ:

კომბოსტოს მოაცალეთ ზედა რამდენიმე ფოთოლი და გადააგდეთ, ის არ გამოგადგებათ. შემდეგი ფოთლები სათითაოდ მოაცალეთ. კომბოსტოს ფოთლები ცხელ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა მოათავსოთ. ის გახდება თბილი და რბილი. (დიდხანს არ გააჩეროთ, თორემ ის მოიხარშება და აღარ გამოდგება საკმურნალოდ). შემდეგ კომბოსტოს ფოთოლს წაუსვით თაფლი ერთ მხარეს.

ის მხარე, სადაც თაფლი წაუსვით მოათავსეთ პაციენტის მკერდზე. ზემოდან დაადეთ ნეილონის ჩანთა და შეახვიეთ შარფით ან პირსახოცით. პროცედურა ტარდება ძილის წინ.

თუ ხველა ძლიერია, საჭირო იქნება კომბოსტოს ორი ფოთოლი - ერთის დაიდება მკერდზე, მეორე ფოთლის კი ზურგზე. დილით მოხსენით სახვევი. კანი გაუწმინდეთ დასველებული და შემდეგ გაწურული პირსახოცით.

თუ ბრონქიტი საწყის ეტაპზეა, შედეგი პირველი პროცედურის შემდეგ მიიღება. მკურნალობა ტარდება ხუთიდან შვიდ ღამემდე. და მალე, მძიმე ხველის კვალი აღარ დარჩება.

თაფლისა და კომბოსტოს აქტიური ინგრედიენტები, ისევე როგორც სითბო, ხელს უწყობს ხველის შემცირებას და ანთებითი პროცესის გაქრობას. შეგიძლიათ თაფლი შეცვალოთ თბილი აბუსალათინის ზეთით.

გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში ეს მეთოდი და ჩვენს სიმართლეში თქვენც დარწმუნდებით.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია