აღადგინეთ ძვლების სისტემა კურკუმას პასტის გამოყენებით! ამაზე ეფექტური არაფერი მინახავს..
ეს სასმელი მდიდარია ღირებული ინგრედიენტებით, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ ძვლებზე. “ოქროს რძე” ხელს უწყობს “ხერხემლის ლუბრიკანტის” აღდგენას და ასუფთავებს მარილის ნალექებს.
სასარგებლოა ჰემატოპოეზისთვის (სისხლის უჯრედების წარმოქმნა დაყოფით და ღეროვანი უჯრედების დიფერენციაცია ძვლის ტვინში), მსხვილი ნაწლავის, ნერვული სისტემის და ძვლოვანი ქსოვილისთვის.
„ოქროს რძე“ არის ჯადოსნური სასმელი, რომელიც ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებას, ახდენს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე.
შლის ტოქსინებს, აუმჯობესებს სახის ფერს და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას. ძალიან ეფექტურია ართრიტისა და ართროზის დროს, რადგან „ოქროს რძის“ მიღება ზრდის სახსრების მოძრაობას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ძალიან პოპულარულია რუსული ალტერნატიული მედიცინის ექიმებთან.
დასაწყისისთვის მოამზადეთ კურკუმას პასტა შემდეგნაირად:
ინგრედიენტები:
- 40 გრ კურკუმას ფხვნილი,
- 100-150 მლ წყალი.
მომზადება:
კურკუმას ფხვნილს დაასხით წყალი, აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ, სანამ შიგთავსი შესქელდება. მუდმივად ურიეთ. თუ ნარევი ძალიან სქელია, დაამატეთ ცოტა წყალი. ნარევი უნდა გამოიყურებოდეს სქელი იოგურტის მსგავსი.
ამასობაში მოამზადეთ რძე:
ინგრედიენტები:
- 250 მლ რძე,
- 2 სუფრის კოვზი (40 მლ) (არარაფინირებული) ნუშის ზეთი (სურვილისამებრ),
- თაფლი გემოვნებით.
მომზადება:
ადუღეთ რძე და დაუმატეთ ნუშის ზეთი (სურვილისამებრ). გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ჭიქაში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მომზადებული კურკუმას პასტა. დაამატეთ თაფლით გემოვნებით.
კურკუმას პასტა შეგიძლიათ მოამზადოთ უფრო დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად. გაყინულ მდგომარეობაში ის ინარჩუნებს თავის თვისებებს 40 დღის განმავლობაში. ცხელ რძეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მზა პასტა თაფლთან და მცენარეულ ზეთთან ერთად (სურვილისამებრ).
„ოქროს რძე“ რეკომენდებულია უზმოზე, სასურველია დილით და ძილის წინ. „ოქროს რძეს“ სვამენ 40 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა – წელიწადში ორჯერ, 40 დღე.
კურკუმას სამკურნალო თვისებები აიხსნება იმით, რომ ამ მცენარის პიკანტური გემო კლავს მიკრობებს და პარაზიტებს, ანადგურებს ლორწოს დეპოზიტებს, ცხიმებს, წებოვან ტოქსინებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და სრულ მეტაბოლიზმს.
მწარე გემო საუკეთესო საშუალებაა მოწამვლის, სიცხის, ანთების, სისხლისა და კანის დაავადებების წინააღმდეგ. ასევე შლის ნალექებს და წებოვან ტოქსინებს, წყლულებს, ცხიმს, ოფლს, ჩირქს, ქავილს, ასუფთავებს დედის რძეს, საშვილოსნოს, ღვიძლს.