მშრალი ხველის დროს მე სულ ამ რეცეპტს ვიყენებ.. სცადე შენც და არ ინანებ..

მინდა გაგიზიაროთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც სწრაფად ვიშორებ მშრალ ხველას. ეს რეცეპტი ჩემს ოჯახში წარმატებით გამოიყენება. როდესაც გაციებისა ან ვირუსის დროს ხველა მეწყება, მაშინვე ამ რეცეპტს ვიყენებ და ხველაც სწრაფად ქრება. ეს ოჯახური რეცეპტია, რომელი თითქმის ყველა სახის ხველის სამკურნალოდ გამოიყენება.

ამ მართლაც ჯადოსნური წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • თაფლი – 1 ს. კ,
  • დაფნის ფოთოლი – 5-6 ც.
  • სოდა – 1/2 ჩაის კოვზი.
  • წყალი – 250 მლ.

მომზადება:

ქვაბში მოვათავსოთ ინგრედიენტები: სოდა და დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი), გაავსეთ ცივი წყლით და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და როცა ადუღდება შეამცირეთ ტემპერატურა. ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ ნარევი იმდენი ხანი, რომ ადუღებით ააორთქლოთ დაახლოებით 3 სმ სიმაღლის წყალი, ეს დაახლოებით 15 წუთის დუღილს გულისხმობს. დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ და გააციეთ ნახარში. ამის შემდეგ კი დაამატეთ ნახარშს 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ამოურიეთ, რომ ის მთლიანად გაიხსნას.

მიღების წესი:

ძლიერი, მშრალი ხველის დროს (ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიტი ასთმური კომპონენტით) დალიეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ 3 საათში. საღამოს ხველა უფრო რბილი ხდება, შემდეგ უკვე შეგიძლიათ დალიოთ 1 ს/კ. 3-4 ჯერ დღეში.

გამოყენების ხანგრძლივობა. სანამ ხველა არ გაივლის, რასაც დასჭირდება დაახლოებით 3-4 დღე. 7-8 დღის შემდეგ შეგიძლიათ შეისვენოთ რამდენიმე დღით. თუ ხველა შეწყდა, მაშინ, როგორც პროფილაქტიკა, შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ მომდევნო თვეში.

ბავშვებისთვის მიცემა შესაძლებელია 3 წლიდან. 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში (თუ არ არის ალერგია) ქრონიკული ბრონქიტით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია