ხველის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც ბებიამ მასწავლა და თქვენც მინდა გაგიზიაროთ

ხველა არის რეფლექსური პროცესი, როდესაც სხეული ცდილობს მოიცილოს ინფექციები და ბაქტერიები, მტვერი, უცხო სხეული, ნახველი. ხველა ხშირად ჩნდება გაციებისა და ალერგიის დროს. ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს. შეტევითი ხველა ეწოდება 5 წუთის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში განვითარებულ შეუჩერებელ ხველას. ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით).

ხველის მიზეზები

ალერგიული ხველა – ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა – განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი.

გაციება ანუ ვირუსული ბრონქიტი – ბაქტერიები არ იწვევს ბრონქიტს ჯანმრთელ ბავშვებში.

ფილტვის ბაქტერიული ინფექციები – მაგალითად, ფილტვის ანთება.

ასთმა – ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ასთმის მქონე ბავშვების 25%-ს აღენიშნება მხოლოდ ხველა მსტვინავი სუნთქვის გარეშე.

წიაღების ინფექცია – ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს ან როდესაც წიაღის შიგნით განვითარებული წნევა წარმოქმნის ხველის რეფლექსს.

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა – ძლიერდება სირბილის, განსაკუთრებით კი ცივი ჰაერის შესუნთქვისას.

სერიოზული მიზეზებით გამოწვეული ხველა – ბრონქიოლიტი, ყივანახველა ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

რეცეპტი, რომელიც ბებიამ მასწავლა და თქვენც მინდა გაგიზიაროთ:

კვერცხის ნარევის დასამზადებლად, ჯერ ადუღეთ 1 ჭიქა რძე. შემდეგ დაუმატეთ მას 1 ს/ კ. თაფლი და იგივე რაოდენობის კარაქი. დაუმატეთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის გული და ცოტაოდენი საცხობი სოდა (დაახლოებით მეოთხედი ჩ / კ).

თქვენ უნდა დალიოთ ნარევი ღამით ძილის წინ მცირე ყლუპებით.

უბრალოდ სცადეთ და თვითონ დარწმუნდებით, რომ ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. მას შეუძლია გაუმკლავდეს არა მხოლოდ ხველას, არამედ ბრონქიტსაც.

Facebook კომენტარები