მე ჩემს შვილს ძიერი ხველის დროს ყოველთვის ამას ვუკეთებ! ეს ძალიან ძლიერი, სწრაფი და ეფექტური კომპრესია..
მიუხედავად იმისა, რომ ხველა და გაციება ყველაზე უმნიშვნელო დაავადებებია, მათ მრავალი უსიამოვნო პრობლემები მოაქვთ. ხველა ხელს გვიშლის კონცენტრირებაში, იგი განსაკუთრებით აღიზიანებს გარშემომყოფებს. და მაშინაც კი, თუ მას დღისით გაუძლებთ, უნდა აღიაროთ, რომ ღამის ხველა ნამდვილი ჯოჯოხეთია.
ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან გაციებას და ხველას. რადგან მათი იმუნიტეტი არ არის საკმარისად ძლიერი ამ ვირუსთან საბრძოლველად. ხველის სიროფი შესანიშნავი გამოსავალია, მაგრამ ხველის სიროფების უმეტესობა უბრალოდ თრგუნავს რეცეპტორებს, რომლებიც ტვინს გადასცემს სიგნალებს ხველის წარმოქმნის მიზნით. ეს სიროფები, როგორც წესი, შეიცავს კოდეინს და დექსტრომეტორფანს, ორ ძირითად ინგრედიენტს, რომელიც ხველების შეწყვეტას უწყობს ხელს, მაგრამ ისინი იწვევს გარკვეულ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ძილიანობა, თავის ტკივილი და გულის ტაქიკარდია.
ჩვენ გირჩევთ სცადოთ ეს ბუნებრივი კომპრესი. რა არის თაფლის კომრესი? თაფლი ხშირად გამოიყენება, როგორც ხალხური სამკურნალო საშუალება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს. თაფლის გამოყენება შესაძლებელია ხველის სამკურნალოდაც. ის ხელს უწყობს ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნას. იგი თანაბრად კარგად მუშაობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
როგორ მოვამზადოთ თაფლის კომპრესი ხველის საწინააღმდეგოდ? შეგიძლიათ გააკეთოთ თაფლის კომპრესი ძილის წინ სწრაფად და მარტივად, სულ რამდენიმე წუთში, ამისათვის კი გჭირდებათ: თაფლი, ზეითუნის ზეთი, ჯანჯაფილის წვენი, სალფეთქი, ბინტი, ფქვილი, პლასტირი.
შეურიეთ ფქვილი ცოტა თაფლთან ისე, რომ გქონდეთ კომპრესის ნარევი. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ჯანჯაფილის წვენი, შემდეგ გააბრტყელეთ. მასა დაიტანეთ სალფეთქზე და შემდეგ მარლაზე. მიიკარით მკერდზე ან ზურგზე, გადაიკარით პლასტირი და ამის შემდეგ ჩაიცვით ღამის პერანგი. ბავშვებმა 2-3 საათით ადრე გაიკეთონ დაძინებამდე. მოზრდილებმა უნდა გაიკეთონ მთელი ღამის განმავლობაში . ამ მეთოდს აბსოლუტურად არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს კომპრესი არ იწვევს კანის გაღიზიანებას.
რეიჩელ ლიმმა, სინგაპურელმა ქალმა, სცადა ეს თაფლის კომპრესი ბავშვის მკურნალობისთვის და მისი შედეგები გააზიარა Facebook– ის პოსტზე. აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა. ჯანჯაფილი, თაფლის მსგავსად, ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება ხველისა და ყელის ტკივილის დროს.