კბილის ტკივილის დროს გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები! ისინი ნამდვილად შველის!

კბილის ტკივილი მართლაც აუტანელია, ამიტომ გაუფრთხილდით კბილებს. თუ კბილი არ არის ჯანმრთელი, არც თქვენი სხეული იქნება ჯანმრთელი.

ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ გამოსავალს, რომელიც დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროს, ეს არის მიხაკისა და ქოქოსის ზეთი. ეს ზეთი ერთ-ერთია იმ ზეთთაგან, რომელსაც აქვს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი, ის მოგიხსნით კბილის ტკივილს, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია კბილების გასათეთრებლადაც.

ტკივილის შემსუბუქების მეთოდები:

1. მთლიანი მიხაკი

მთლიანი მიხაკი ჩაიდეთ პირში მტკივნეულ კბილთან ახლოს და დაელოდეთ ცოტათი დარბილებას, მსუბუქად დაღეჭეთ, თუ ტკივილი საშუალებას მოგცემთ, ასე ეფექტური ზეთები გამოვა მისგან ტკივილის შესაჩერებლად.

2. მიხაკის ფხვნილი

აიღეთ მიხაკი და დაფქვით ძალიან წვრილად, მიღებული პუდრი მოათავსეთ ღრძილებსა და ლოყას შორის იმ კბილის გვერდით, რომელიც გტკივათ.

3. მიხაკის ზეთი

ამბობენ, რომ ის ყველაზე სწრაფად ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეთი ნახევარ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს. დაასველეთ მასში ბამბის ნაჭერი, შემდეგ მსუბუქად დაიდეთ მტკივნეულ ადგილს. შვებას ძალიან სწრაფად იგრძნობთ.

4.მარილი

მტკივნეული და მგრძნობიარე ღრძილების დროს – გააკეთეთ ხსნარი 1 ჩაის კოვზი მარილისა და 100 მლ/ლ ნელთბილი წყლისგან და რაც შეიძლება ხშირად ჩამოიბანეთ პირის ღრუ!

თუ კბილის ტკივილს არაფერი გეშველებათ, გამოიყენეთ ეს წამალი, ჩამოიბანეთ პირი 100 მლ/ლ ნელთბილი წყლის, 2 სუფრის კოვზი ძმრის და 1 ჩაის კოვზი მარილის ხსნარით.

5. წიწაკა, ზეთი, მიხაკი

– 1/2 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, – ნახევარი ჩაის კოვზი ზეთი, – ნახევარი მიხაკი

შეურიეთ და დაიდეთ მტკივნეულ კბილზე!

6. თაფლი და მიხაკი

მიხაკი და თაფლი საუკეთესოდ გამოიყენება ჩაიში ყელის ან კბილის ტკივილის დროს. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ წაისვათ მტკივნეული ან ანთებული ღრძილებზე ან კბილზე. მიხაკი შეიცავს ევგენოლს, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები და თანამედროვე მედიკამენტების შექმნამდე მიხაკს რეგულარულად იყენებდნენ სტომატოლოგები. თუ პირის ღრუში წყლული გაქვთ, თაფლი დაგეხმარებათ ბაქტერიების უფრო სწრაფად შეხორცებაში და მოცილებაში, ხოლო მიხაკი ამცირებს ტკივილს.

ინგრედიენტები:

– 1 ჭიქა თაფლი, – 5-10 ცალი მიხაკი

მომზადება:

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი თასში და დაუმატეთ 5-10 ცალი მიხაკი. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ნარევი გაცხელდება, გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ კი გამოიყენეთ.

7. ნიორი

ნიორს აქვს საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად მტკივნეულ კბილზე დაიდეთ დაჭყლეტილი ნივრის ნაჭერი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესები კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად, დაჭრილი ნიორი მოათავსეთ ხელსახოცში, შემდეგ ხელით გაწურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წვენი მიიღოთ, შემდეგ კი კომპრესი რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეთ ლოყაზე მტკივნეულ ადგილზე.

თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს წამლები მხოლოდ დროებითი გამოსავალია და სტომატოლოგთან მისვლა გარდაუვალია!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია