სახსრების ტკივილის დროს გამოიყენეთ დაფნის ფოთოლი! ეფექტურია!

დაფნის ფოთლებს აქვთ ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი, როგორიცაა სახსრებისა და თავის ტკივილის შემსუბუქება. ისინი ასევე ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესის შემცირებას.

ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ დაფნის ფოთოლის ნახარში სახსრების ტკივილის შესამცირებლად

ამისათვის საჭირო ინგრედიენტებია:

  • ხუთი გრამი დაფნის ფოთოლი
  • 300 მლ/ ლ წყალი

მომზადების მეთოდი ასეთია:

ქვაბში ჩაყარეთ 5 გრამი გასუფთავებული დაფნის ფოთოლი, დაასხით მას 300 მლ/ ლ წყალი დადგით გაზქურაზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გაფილტრეთ ნახარში და ცხელი სითხე ჩაასხით თერმოსში. გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ბუნებრივი ნაყენი გამოიყენოთ.

ნახეთ როგორ უნდა მიიღოთ:

მიღებული ნაყენი დალიეთ მცირე ყლუპებით ისე, რომ პროცედურა 12 საათის განმავლობაში გაიწელოს: ერთი ჩაის კოვზი ყოველ 12 წუთში.

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ნაყენი დიდი დოზებით ან ერთდროულად!

ეს პროცედურა უნდა გააკეთოთ პირველად სამი დღე ზედიზედ; ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ სამი დღიანი კურსი.

პირველ წელს სახსრების გაწმენდა უნდა ჩაიტაროთ სამ თვეში ერთხელ; შემდგომში პრევენციისთვის – წელიწადში 1-ჯერ.

წინაპირობაა ვეგეტარიანული დიეტა პროცედურის ყველა დღის განმავლობაში.

გარდა ამისა დაფნის ფოთოლის გამოყეება შეგიძლიათ სხვა დაავადებების სამკურნალოდაც:

დაფნის ფოთოლის ჩაის მოხმარება დაგეხმარებათ ხველის და გაციების სიმპტომების შემსუბუქებაში, რადგან ის ხელს უწყობს შეშუპების მოცილებას.

აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენეთ ნახარში, როგორც კომპრესა კანის ინფექციის სამკურნალოდ.

შეიძლება გააუმჯობესოს ინსულინის მგრძნობელობა და სასარგებლო იყოს სისხლში შაქრის რეგულირებაში.

დაფნის ფოთლები გვთავაზობს ვიტამინებს A, C, მაგნიუმს, კალციუმს, მანგანუმს, კალიუმს და რკინას ჯანსაღ დოზას.
დაფნის ფოთლები ამშვიდებს სხეულის ტკივილს. (რჩევა- მოამზადეთ 4-5 დაფნის ფოთლის ნახარში 1 ლიტრ წყალში და დაამატეთ აბაზანის წყალში კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად და ორგანიზმის გაახალგაზრდავებისთვის).

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია