გამოიყენეთ გააქტიურებული ნახშირი კბილის პასტის ნაცვლად. რეცეპტი იხილეთ სტატიაში!

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ კბილის მოვლის საშუალება, რომელიც ხელს უწყობს კბილების გათეთრებას ლაქებისა და ნადების შემცირებით, აცილებს უსიამოვნო სუნს და ამაგრებს მინანქარს.

ის ფაქტი, რომ მაღაზიაში შეძენილი კბილის პასტები უსაფრთხო და სასარგებლოა სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის, დიდი ხანია საეჭვოა. ისინი იმდენ ტოქსიკურ ინგრედიენტს შეიცავს, რომ უმჯობესია არ დაიზაროთ და თავად მოამზადოთ ბუნებრივი საშუალება.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის მომზადებაც თავად შეგიძლიათ სახლის პირობებში.

მის მოსამზადებმხოლოდ 3 მარტივი პროდუქტი დაგჭირდებათ, ესენია: გააქტიურებული ნახშირი, ქოქოსის ზეთი და კვერცხის ნაჭუჭები (დაფქვი მდგომაეობაში).

მიღებული ხელნაკეთი კბილის პასტა პირის ღრუზე გაცილებით ნაკლებად აგრესიულად იმოქმედებს, ვიდრე შეძენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დააზიანებს თქვენს კბილებს და ღრძილებს.

გააქტიურებული ნახშირი ხელს უწყობს კბილების გათეთრებას ლაქებისა და ნადების შემცირებით. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს pH ბალანსს და ხელს უწყობს სუნის წინააღმდეგ ბრძოლას.

მეორე ინგრედიენტი არის კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი. როგორც კალციუმის მდიდარი წყარო, კვერცხის ნაჭუჭი ხელს უწყობს კბილების გაძლიერებას.

და ბოლოს, თქვენ უნდა დაამატოთ ქოქოსის ზეთი, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჰიგიენის შენარჩუნებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცუდი სუნის, ნადების და ღრძილების დაავადების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, ამცირებს კბილების მგრძნობელობას.

როგორ გააკეთოთ ხელნაკეთი გააქტიურებული ნახშირის გამათეთრებელი კბილის პასტა?

ამისათვის დაგჭირდებათ:

  • გააქტიურებული ნახშირი – ½ ჩაის კოვზი
  • კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი – 1 სუფრის კოვზი
  • ქოქოსის ზეთი, გამდნარი – 1 სუფრის კოვზი

მომზადება:

არალითონურ კონტეინერში მოათავსეთ ½ ჩაის კოვზი გააქტიურებული ნახშირი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი და შემდეგ 1 სუფრის კოვზი გამდნარი ქოქოსის ზეთი. შეურიეთ ინგრედიენტები, სანამ გლუვი პასტის მსგავსი კონსისტენცია არ მიიღება.

მომზადებული პასტა შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში. მისი გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად.

დამატებითი ინფორმაცია

  • ეს კბილის პასტა არ შეიცავს საცხობი სოდას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აზიანებს კბილის მინანქარს.
  • გააქტიურებული ნახშირის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით: ტაბლეტები, კაფსულები ან ფხვნილი.
  • თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ჰიმალაის მარილი ცუდი ბაქტერიების მოსაკლავად და ღრძილების დაავადების რისკის შესამცირებლად.
  • არ არის საჭირო ამ კბილის პასტის შენახვა მაცივარში.
  • მისი შენახვის ვადა რამდენიმე თვეა.
  • თუ პასტა იწყებს გაშრობას, დაამატეთ მას ცოტაოდენი გამდნარი ქოქოსის ზეთი და გამოყენებამდე კარგად აურიეთ.
Facebook კომენტარები