კიდურების შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის შეკავებით! ამ მეთოდებით ორგანიზმს დაეხმარებით წყლის გამოდევნაში!

რა არის წყლის შეკავება?

წყლის შეკავება არის ტერმინი, რომელიც აღწერს სითხის გადაჭარბებულ დაგროვებას სისტემაში, სხეულის ქსოვილებში ან სისტემის ღრუებში. შეშუპებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელებზე, ტერფებსა და ფეხებზე. ორგანიზმი 70 პროცენტით წყლისგან შედგება, ჭარბი წყალი კი შარდით გამოიყოფა. ეს სისტემა შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გზით, რაც იწვევს ორგანიზმში ზედმეტი წყლის შეკავებას.

შეშუპება არ არის დაავადება, ეს არის სიმპტომი. თუ საქმე გაქვთ შეშუპებასთან, სხეული ცდილობს გითხრათ, რომ რაღაც არასწორია. ცუდი მიმოქცევა, სტრესი, ჰიპერტენზია, ფიზიკური უმოქმედობა, ალერგია და მენსტრუაცია წყლის შეკავების პოტენციური მიზეზია.

ბუნებრივი საშუალებები წყლის შეკავების შესამცირებლად

ბაბუაწვერა

დიურეზული ეფექტის გამო, ბაბუაწვერა შესანიშნავი გამოსავალია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის მოსაცილებლად. ის მდიდარია კალიუმით, რომელიც ამცირებს ნატრიუმის დონეს ბუნებრივი გზით. ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი ხმელი ბალახი ჭიქა ცხელ წყალში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ.

ოხრახუში

ბაბუაწვერას მსგავსად, ოხრახუშსაც აქვს ძლიერი შარდმდენი თვისებები. ოხრახუშის ჩაის მოსამზადებლად ორი ჩაის კოვზი ხმელი ოხრახუშის ფოთოლი მოათავსეთ ჭიქა ცხელ წყალში და გააჩერეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ დღეში სამჯერ.

ჭინჭარი

ჭინჭარი დიდი ხანია გამოიყენება სახსრების ტკივილის სამკურნალოდ და ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის მოსაცილებლად. სამი ჩაის კოვზ გამხმარ ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი და დალიეთ დღეში ოთხ ჭიქამდე.

კამის თესლი

კამა ასევე მოქმედებს როგორც შარდმდენი და ხელს უწყობს წყლისა და ნატრიუმის გამოყოფას თირკმელებით. ერთი ჩაის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ჭიქა ცხელ წყალში, გააჩერეთ ათი წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და დალიეთ.

Epsom მარილი

Epsom მარილის აბაზანას შეუძლია ზედმეტი წყლის მოცილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოქმედებს ორგანიზმიდან ჭარბი წყლისა და ტოქსინების გამოდევნით. საკმარისია ორი ჭიქა მარილი აურიოთ თბილ წყალში და ჩაწვეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ოპტიმალური შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ.

Facebook კომენტარები