შეურიეთ ბანანი, თაფლი და წყალი: ხველა და ბრონქიტი სწრაფად გაქრება!

ეს ახალი ბუნებრივი საშუალება (ბანანის თაფლისა და წყლის კომბინაცია) შეიცავს უძველეს და ძლიერ ინგრედიენტებს, რომლებიც ამშვიდებს ყელსა და ფილტვებს და კურნავს ხველას და ბრონქიტს უმოკლეს დროში!

თაფლისა და ბანანის ძლიერი თვისებების წყალობით, რომლებიც რეცეპტშია მოყვანილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, ამ კომბინაციის უპირატესობა ისიცაა, რომ მისი გემოძალიან სასიამოვნოა!

ყელის ტკივილის, ცუდი ხველის და კუჭის პრობლემების მკურნალობა ამ სასმელით შეიძლება.

მოდით გადავიდეთ თავად შემადგენელი ინგრედიენტების რაოდენობასა და მომზადების პროცესზე.

მის მოსამზადებლად დაგწირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • დაახლოებით 400 მლ მდუღარე წყალი
  • ორი საშუალო ზომის მწიფე ბანანი და
  • ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი

მომზადების პროცესი ასეთია:

ჯერ ბანანი გაასუფთავეთ და ხის ჩანგლით ან კოვზით ლამაზად ჩაჭყლიტეთ. არ გამოიყენოთ ლითონის დანა-ჩანგალი, რადგან ბანანი უფრო შავდება მეტალთან შეხებისას.

შემდეგ ქვაბში მოათავსეთ ბანანი და დაუმატეთ ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნარევი 30 წუთის განმავლობაში.

ბოლოს, როცა ეს კომბინაცია გაცივდება, დაამატეთ ნატურალური თაფლი. თუ გსურთ გამჭვირვალე ნარევი მიიღოთ, შეგიძლიათ გადაწუროთ ნარევი. მნიშვნელოვანია, რომ თაფლი ბოლოს, მასის გაცივების შემდეგ დავამატოთ, რათა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელოვანი თვისებები მდუღარე წყალში.

მოხმარება:

დალიეთ ამ საშუალების 100 მლ 4-ჯერ დღეში (სულ 400 მლ დღეში). ეს რაოდენობა საკმარისია ერთი დღისთვის და შეგიძლიათ მოამზადოთ ახალი მეორე დილით. პირველ შედეგს მიიღებთ 5 დღეში.

უფრო მეტად დააფასეთ ბუნება და ყოველთვის მიმართეთ მას უფრო სასარგებლო საშუალებების მისაღებად!

ტრადიციული მედიცინა არის ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა კულტურის თეორიებზე, რწმენასა და გამოცდილებაზე, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების პრევენციისა და მკურნალობის გზით.

ხალხური მედიცინა მოიცავს სახლში მომზადებულ მედიკამენტებს, რიტუალებსა და პროცედურებს, თვითნასწავლების მიერ გამოყენებული მკურნალობის ფორმებს დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად და დაავადების პროფილაქტიკისთვის.

Facebook კომენტარები