შესანიშნავი ნიღაბი თმის ცვენის შესაჩერებლად! ეფექტურია!

არა მხოლოდ ყველა ქალი ოცნებობს ჯანსაღ, სქელ და ლამაზ თმაზე, არამედ ბევრი მამაკაციც, რადგან მათ გაცილებით მეტი შანსი აქვთ თმის ცვენისა და სიმელოტის პრობლემების წინაშე.

თმის ცვენის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს:

  • ცხელი ფენით გაშრობა,
  • შეღებვა,
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტი,
  • სტრესი,
  • მჭიდრო ქუდები,
  • ცუდი კვება,
  • ცუდი ეკოლოგია და,
  • რა თქმა უნდა, ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა.

თუ გსურთ გუმკლავდეთ თმის ცვეენის პრობლემას, გირევთ გამოიყენოთ ხალხური მეთოდები. განსაკუთრებით ეფექტურია ნიღბები ხახვის დამატებით.

ეს პროდუქტი არა მხოლოდ შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, არამედ ისინი ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაშიც არის, რის წყალობითაც სწრაფად აჩერებს თმის ცვენას, ასევე ატენიანებს მათ, უზრუნველყოფს შესანიშნავ კვებას, ასტიმულირებს ზრდას და აღადგენს ბრწყინვალებას და ბზინვარებას.

ხოლო ხახვის ნიღბები დაგეხმარებათ დაივიწყოთ ქერტლი და დადებითად იმოქმედოთ თმის სტრუქტურაზე.

მე მოვაგროვე თქვენთვის რამდენიმე რეცეპტი თმის ცვენის შესაჩერებლად და სწრაფად ზრდისთვის:

ნიღაბი თმის ზრდისთვის

გახეხეთ ერთი ცალი ხახვი წვრილ სახეხზე და მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. იმისთვის, რომ ნიღბის ეფექტი უკეთესი იყოს, თავზე ცელოფანი გადაიფარეთ, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ.

ეს ნიღაბი შეგიძლიათ ჩამოიბანოთ 1 საათის შემდეგ - მშრალი თმისთვის, 1,5-2 საათის შემდეგ - ნორმალური თმისთვის, 3 საათის შემდეგ - ცხიმიანი თმისთვის. თუ მშრალი თმა გაქვთ, ამ ნიღაბს დაუმატეთ აბუსალათინის ზეთი.

ნიღაბი ხახვითა და საფუარით

დახეხეთ ერთი ხახვი წვრილ სახეხზე და მიღებული მასის წვენი გამოწურეთ ტილოთი. ამ წვენს დაუმატეთ 1 ჩ/კ. მშრალი საფუარი, ბურდოკის და აბუსალათინის ზეთი და 2 ს.კ. ცხელი წყალი.

საფუძვლიანად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დატოვეთ ნიღაბი თბილ ადგილას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში და თავზე დაიფარეთ თბილი ქუდი ან ემოიხვიეთ პირსახოცი. ჩამოიბანეთ ნიღაბი ერთი საათის შემდეგ თბილი წყლით და შამპუნით.

როგორ მოვიშოროთ თმაზე ხახვის სუნი?

თუ გაწუხებთ, რომ ასეთი ნიღბების შემდეგ ხახვის სუნს ვერ მოიშორებთ, სულ ტყუილად. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სუნის გაჩენა ხახვის ნებისმიერ ნიღაბში ლიმონის წვენის ან ბანანის რბილობის დამატებით.

როზმარინის, ჩაის ხის, ლავანდის, ილანგ-ილანგის ეთერზეთები ასევე შესანიშნავად ანეიტრალებს ხახვის სუნს.

თუ სუნი არ გაქრა, თავი ჩამოიბანეთ წყალში გაზავებული ძმრით 1: 1 თანაფარდობით, ან ციტრუსის წვენით 2 ს/კ. წვენი 1 ლიტრ ცივ წყალში.

მაგრამ სუნი არ არის მთავარი, თუ რეგულარულად აკეთებთ ხახვის ნიღბებს, შეგიძლიათ სწრაფად და ძალიან ეფექტურად განიკურნოთ თმა, გახადოთ ის სქელი და შეჰმატოთ ბზინვარება!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია