ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ შეშუპებული ტერფებისა და ფეხების მკურნალობაში!

ორგანიზმში წყლის დაგროვება არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ტერფები და ფეხები ხშირად შეშუპებულია, თუმცა ხანგრძლივმა ჯდომამ ან დგომამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს შეშუპება.

რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ უნდა მოექცეთ დაღლილ და შეშუპებულ ფეხებს სრულიად ბუნებრივი გზით.

თქვენი ტერფები და ფეხები, როგორც წესი, შეშუპებულია დღის განმავლობაში და დილით უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ მდგომარეობა კვლავ უარესდება მთელი დღის განმავლობაში. ქალების უმეტესობა უჩივის ზაფხულში შეშუპებულ ფეხებს და ამტკიცებს, რომ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ჭიანჭველა მათ კანქვეშ ცოცავს და შემაწუხებელი კრუნჩხვები ხშირად არღვევს მათ მშვიდ ძილს.

ექიმები გვირჩევენ..

  • კომფორტული ტანსაცმლის ტარებას,
  • რეგულარულ სეირნობას,
  • ხანგრძლივ ჯდომას ან დგომის თავიდან აცილებას,
  • ზაფხულში მზის ზემოქმედების შემცირებას და ბევრ სხვა რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მყისიერი დახმარება.

ხალხური მეთოდები კი გვირჩევენ შემდეგ პრაქტიკულ და ეფექტურ მეთოდებს..

ყინული

დაჯექით და დაასვენეთ ფეხები. ცოტაოდენი ყინული ჩადეთ პატარა პლასტმასის ჩანთაში და გაახვიეთ პირსახოცში. დაიდეთ შეშუპებულ ადგილზე, სანამ შეშუპება მთლიანად არ გაქრება.

ძმარი

ძმარი არა მხოლოდ კარგია დაჭიმვის დროს, არამედ ეფექტურია დაღლილი და შეშუპებული ფეხების სამკურნალოდ. გააცხელეთ ძმარი და წყალი თანაბარი რაოდენობით. დაასველეთ პირსახოცი ხსნარში, გაწურეთ ზედმეტი სითხე და შემოიხვიეთ სხეულის შეშუპებულ ადგილებში. გააჩერეთ კომპრესი ხუთი წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ იგივე პროცედურა სამჯერ.

კიტრი

კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება შეშუპებული ფეხებისა და ტერფბისთვის არის კიტრი. კიტრი დაჭერით ნაჭრებად და დაიდეთ ფეხებზე. შეფუთეთ ყველაფერი ბინტით ან ბამბის პირსახოცით. კიტრის ნაჭრები შთანთქავს დაგროვილ სითხეს და დააჩქარებს აღდგენის პროცესს.

ლეციტინი

ლეციტინის გრანულები საკმაოდ ეფექტურია შეშუპებული ფეხების სამკურნალოდ, განსაკუთრებით ორსულობის დროს. რეგულარულად მიიღეთ ლეციტინის რეკომენდებული დოზა 2 ან 3 თვის განმავლობაში. შედეგები გარანტირებულია.

ვიტამინი E და ვარჯიში

მნიშვნელოვანია E ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება, ან შეგიძლიათ მხოლოდ დიეტური დანამატის სახით. ისპანახი, ტკბილი კარტოფილი, მზესუმზირის თესლი, ხორბლის ჩანასახები და ნუშის ზეთი არის მხოლოდ ზოგიერთი საკვები, რომელიც ითვლება E ვიტამინის ყველაზე მაღალი შემცველობით.

რაც შეეხება ვარჯიშს, შეშუპებული ტერფებისა და ფეხების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია რამდენიმე რჩევა:

დაწექით ხალიჩაზე და მოატრიალეთ ფეხი საათის ისრის მიმართულებით 10-დან 15-ჯერ, შემდეგ კი იგივე გააკეთეთ საპირისპირო მიმართულებით. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხით. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ ნებისმიერი შეშუპება და გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა.

Facebook კომენტარები