ეს სარეველა ბალახი ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენი ჯანმრთელობისთვის! გაიგეთ მეტი მის შესახებ!!

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს სარეველა ბალახი სასარგებლო იქნებოდა!

ალბათ ყველას შეგინიშნავთ თქვენს ეზოში ეს ბალახი. როდესაც სოფელში ჩავდიოდი ეზოში უამრავ ასეთ ბალახს ვხედავდი. ეზოს დალაგების მიზნით სულ მიწევდა მისი ამოძირკვა. ერთ დღესაც, როდესაც მორიგი დასუფთავება მქონდა ეზოში, ჩემი მეზობელი მოვიდა და როდესაც დაინახა, რომ ამ ბალახს სხვა ბალახებთან ერთად ვასუფთავებდი ძალიან გაოცებულმა მომცა შენიშვნა. მან მითხრა, რომ ეს ბალახი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რომ მისი ამოძირკვა და გადაგდება არაფრით არ შეიძლებოდა. ჩემმა მეზობელმა ჩემს მიერ დაგლეჯილი ეს სარეველა ბალახი აიღო, წაიღო სახლში და სპეციალურად ჩემთვის გააკეთა ფხალი. გავსინჯე და ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მე ის არასდროს აღარ გადამიგდია.

მინდა გაგიზიაროთ მისი სასარგებლო თვისებები, რადგან ჩემსავით შეცდომა არ დაუშვათ.

დანდური არის სარეველა ბალახი, რომელიც იზრდება თითქმის ყველას ეზოში. ის იზრდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ზოგიერთ კულტურაში მას ზრდიან და იყენებენ კულინარიაში, ხოლო სხვა ქვეყნებში მას მხოლოდ სარეველად მიიჩნევენ, რომელიც ნაგავში სხვა სარეველებთან ან დამპალ ფოთლებთან და ღეროებთან ერთად იყრება.

დანდური ცნობილია ხორციანი ფოთლებით და პატარა ყვითელი ყვავილებით. შესაძლოა გარეგნულად – ეს არ არის ყველაზე ლამაზი მცენარე, მაგრამ მისი სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

მყარი თესლი.

დანდურის თესლი ძალიან ძლიერია და ისინი ინარჩუნებენ თავის სასარგებლო თვისებებს დაახლოებით 40 წლის განმავლობაში.

ამ მცენარეს აქვს სუპერ ძლიერი და საოცარი თვისებები. ზოგიერთი იყენებს მას იმუნიტეტის გასაძლიერებლად ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, დანდური არის A ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ჯგუფში. ვიტამინი A ცნობილია მხედველობის გაუმჯობესების უნარით და ასევე ხელს უწყობს ძლიერ დაცვას სხვადასხვა სახის საშინელ დაავადებისგან.

ძლიერი ანტიოქსიდანტი.

დანდური შეიცავს ორ სახეობის ბეტალაინის ალკალოიდულ პიგმენტებს. თითოეული მათგანი ცნობილია თავისი ძლიერი ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური ეფექტებით. იგი მდიდარია C ვიტამინით, B ვიტამინებით, მათ შორის ნიაცინი და რიბოფლავინი, კაროტინოიდები და მიკროელემენტები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და რკინა.

საბოლოო ჯამში უნდა ვაღიაროთ რომ ეს ბალახი მართლაც ძალიან ჯანსაღი მცენარეა. ვის სჭირდება ძვირადღირებული დანამატები, როცა ასეთი მძლავრი მცენარე გვაქვს ეზოში?!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია