თუ ღვიძლის გასუფთავება გინდა ცხიმისგან, მაშინ ეს რეცეპტი უნდა გამოიყენო! ის სულ რაღაც 7 დღეში იმოქმედებს...
ჩვენს ორგანიზმში ღვიძლი პასუხისმგებელია ფერმენტების, ცილების და გლუკოზის სინთეზზე.
მისი განადგურების ძირითადი მიზეზებია ალკოჰოლი, შემწვარი ცხიმიანი საკვები, დამუშავებული საკვები.
თუ გრძნობთ ტკივილს ნეკნების ქვეშ, გაქვთ გულისრევა, თავბრუსხვევა ან /და მადის ნაკლებობა, ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ!
თუ გაწუხებთ ეს სიმპტომები, შეიძლება გქონდეთ ღვიძლში ჭარბი ცხიმი.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
– თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან
– მიირთვით მწვანე ბოსტნეული
– მიირთვით ხილი
– მოერიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს
– ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ.
ღვიძლის ცხიმებისგან გასაწმენდად გთავაზობთ მძლავრი ნატურალური წვენის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახლში სწრაფად და მარტივად მოამზადოთ.
მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:
1/2 ჭიქა ქიშმიში,
წვენი 1 ლიმონის,
1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი და
2 ჭიქა წყალი.
მომზადება:
ჩაასხით წყალი ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა წყალი ადუღდება, დაამატეთ ჭარხალი და ქიშმიში. გამორთეთ ცეცხლი, როგორც კი ნარევი ადუღდება და დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 45-60 წუთის განმავლობაში.
გაციებული ნარევი მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ. თქვენი ბუნებრივი სუპერ ეფექტური სასმელი მზად არის.
მიღება:
მისი დალევა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ, თითო 200 მლ: ერთხელ დილით უზმოზე და მეორედ ვახშმის წინ.
რეკომენდირებულია ასეთი მკურნალობის გაგრძელება 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ კურსი.
- ჰიპერტენზიისთვის:
შეურიეთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი 1 ჭიქა ნატურალურ თაფლს, სანამ გლუვდება. ეს ნარევი კარგია ჰიპერტენზიისთვის. წნევის ნორმალურ დონეზე დასაბრუნებლად, ამ ნარევიდან ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი უნდა დალიოთ ჭამის წინ.
- ანემიის დროს რეკომენდებულია ამ წვენის გამოყენება:
შეურიეთ ერთი ჭიქა ვაშლის წვენი და 3 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი. წვენების ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
- მენოპაუზის დროს:
შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ჭარხლის ახალი წვენი 1:1 თანაფაედობით. ამ სასმელის დალევა რეკომენდებულია ქალებისთვის მენოპაუზის დროს, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.