წარმოიდგინეთ, ორი, ვიზუალურად თითქმის იდენტური რადიატორი. მათგან ერთი, გამორჩეულად გამძლე და სტაბილურია, ხოლო მეორე შესაძლოა ზედმეტ ხარჯად გექცეთ. ხარისხში განსხვავება შეიძლება თვალით უხილავი იყოს და არჩევანი მხოლოდ ფასის მიხედვით გააკეთოთ, რაც არასწორია. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი იცოდეთ, რა განსაზღვრავს რადიატორის ხარისხს. ეს ხომ ინტერიერის შემადგენელი ის აუცილებელი ნაწილია, რომელიც სახლში მიკროკლიმატს აყალიბებს.

რადიატორის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თბოგამოცემის მახასიათებლებს, გამძლეობას, წარმოების ტექნოლოგიასა და კოროზიისგან დაცვის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ პრემიუმ ბრენდების გათბობის რადიატორები აირჩიოთ. ისინი ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი, მარტივად მოსავლელი და მდგრადია. უდიდესი პლუსია ის, რომ პირვანდელ იერსახეს წლების განმავლობაში არ კარგავენ და არც იატაკს, ახლომდებარე ავეჯს, კედელს ან ფარდას უკარგავენ პირვანდელ ელფერს. 

მსგავსი პრემიუმ ბრენდების კოლექციების შეძენა საქართველოში ყველგან შესაძლებელი სულაც არააა. საბედნიეროდ, თბილისში არსებობს სივრცე, სადაც ისინი ხელმისაწვდომია. 

მასალა და წარმოების ტექნოლოგია

იმისთვის, რომ რადიატორმა საბოლოო სახე მიიღოს ბევრ ეტაპს გადის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მყიდველისთვის უხილავია. თუმცა, თავს იჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – მაშინ, როდესაც რადიატორს სახლში დაამონტაჟებთ. 

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალასა და წარმოების ტექნოლოგიას. სწორედ ეს განსაზღვრავს რამდენად გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა იქნება რადიატორი.

აღსანიშნავია, რომ პრემიუმ ბრენდების რადიატორებში სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა გამოიყენება. არსებობს ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც რადიატორის ლაზერული მეთოდით შედუღება ხდება. ამის წყალობით, რადიატორის შიგთავსი არის იდეალურად სუფთა და მასში არც მეტალის დამწვარი ნაწილაკებია. სტაბილურობას, სანდოობას, ხარისხსა და უსაფრთხოებას სწორედ ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს. 

ხარისხი სწორედ თანმიმდევრულობასა და დეტალებშია. ცენტრალური გათბობის რადიატორები ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მათი იმედი ყოველთვის გქონდეთ – ყინვაშიც კი. 

გაითვალისწინეთ, წარმოების ტექნოლოგიასთან ერთად, ხარისხს სხვა კრიტერიუმებიც განსაზღვრავს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი რადიატორის შიგთავსის სისუფთავე?

ცენტრალური გათბობა არის სისტემა, რომელიც ერთ წერტილში გამომუშავებულ სითბოს მთელ სახლში ანაწილებს. გაცხელებული წყალი, მილების მეშვეობით, რადიატორებში აღწევს, საიდანაც სითბო სივრცეში ნაწილდება.

შიდა არხებში წარმოებისას დარჩენილმა ლითონის ნაწილაკებმა შეიძლება გათბობის სისტემაში წყლის ცირკულაცია შეაფერხოს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიუმ ბრენდების რადიატორების წარმოებისას ლაზერული შედუღების ტექნოლოგია გამოიყენება. ამის გამო შიდა ზედაპირი იდეალურად სუფთაა და მასში არც დამწვარი ლითონის ნაწილაკები რჩება. 

მომხმარებლისთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გათბობის სისტემის გამართული მუშაობა წყლის თავისუფალ ცირკულაციაზეც არის დამოკიდებული.

რადიატორის არჩევისას დააზუსტეთ ინფორმაცია გამოყენებული ტექნოლოგიისა და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით შიდა კონსტრუქციის ხარისხს ვერ შეაფასებთ.

თანაბარი სითბო და ყოველდღიური კომფორტი

რადიატორის დანიშნულება ოთახის გათბობაა. მან სახლში სასიამოვნო და ჯანსაღი მიკროკლიმატი უნდა ჩამოაყალიბოს – ისეთი, ადამიანმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენ სითბოს გასცემს რადიატორი, არამედ ისიც, თუ როგორ ნაწილდება სითბო მის ზედაპირზე. სითბო თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს რადიატორის ყველა ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ თბილი უნდა იყოს როგორც ქვედა და შუა, ისე ზედა ნაწილშიც. 

პრემიუმ ბრენდების რადიატორების ზედაპირი თანაბრად თბება. გარდა ამისა, ფოლადის რადიატორის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სითბოს აკუმულირების უნარია. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც გათბობის სისტემა ნაკლებ დატვირთვაზე გადავა ან გაითიშება, რადიატორი გარკვეული დროის განმავლობაში სითბოს მაინც გამოყოფს. ეს სტაბილურ მიკროკლიმატს ქმნის და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ამცირებს.

ზედაპირის დამუშავება და რადიატორის ფერი

აღსანიშნავია, რომ პრემიუმ ბრენდების კოლექციები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შეგიძლიათ სხვადასხვა სიმაღლის, სიგანისა და ფერის რადიატორების შერჩევა. ამის საშუალებით ფოლადის რადიატორი ინტერიერის ორგანულ ნაწილად იქცევა. სწორად შერჩეული მასალა სივრცეს ბუნებრივად ერწყმის და მის ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ფერი – ბუნებრივი ფოლადის ფერი, რომელიც ბევრი მომხმარებლის უცვლელი ფავორიტია. მას ლითონის ბუნებრივი იერსახე აქვს შენარჩუნებული, ხოლო ზედაპირი გამჭვირვალე ლაქით არის დამუშავებული. 

წარმოებისას გამოყენებული სპეციალური დამცავი საფარი კი რადიატორს კოროზიისგან იცავს. სწორედ ეს უზრუნველყოფს, რომ მან ფუნქციურობა და პირვანდელი იერსახე წლების განმავლობაში შეინარჩუნოს.

როგორ შეაფასოთ რადიატორის ხარისხი შეძენამდე?

ხარისხიანი რადიატორის შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა. მეტიც, ასე თქვენ ფულსაც დაზოგავთ. შესაძლოა, დაბალი ხარისხის პროდუქტი უფრო იაფი ღირდეს, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი შეძენა ბევრად ძვირი დაგიჯდეთ. ეს იმიტომ, რომ ბევრი მათგანი მარტივად გამოდის მწობრიდან, საღებავები ეცლება ან სახლს თანაბრად ვერ ათბობს. ასევე, არ აქვთ სითბოს აკუმულირების უნარი. ეს ყველაფერი კი კომუნალურ გადასახადებზეც აისახება. გარდა ამისა, ზოგჯერ გაუმართავი რადიატორის გამოცვლა ხდება საჭირო, რაც დამატებითი ხარჯია. პლუს, უდიდესი მნიშვნელობის საკითხია ეკოლოგიურობა. 

ამასთანავე რადიატორმა სახლის კედლები არ უნდა დააზიანოს. ამისთვის აუცილებელია, რომ ხარისხიანი იყოს როგორც ინტერიერის საღებავები, ისე რადიატორიც.

ამიტომაც, პროდუქციის არჩევისას რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინეთ: 

  • მასალა და კონსტრუქცია: გაეცანით პროდუქტის აღწერასა და ტექნიკურ მონაცემებს;
  • წარმოების ტექნოლოგია: გაარკვიეთ, როგორ იწარმოება რადიატორი და რა მეთოდით მუშავდება მისი ზედაპირი;
  • თბოგაცემის მაჩვენებელი: შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა სიმძლავრე თქვენი ოთახის საჭიროებებს;
  • ზედაპირი: გაეცანით ინფორმაციას საფარის ტიპისა და მოვლის წესების შესახებ;
  • გარანტია: გადაამოწმეთ მისი პირობები და მოქმედების ვადა.

ამ დეტალებში გაცნობიერება დაგეხმარებათ, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ და ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც თქვენი სახლის საჭიროებებს უპასუხებს. ამავდროულად კი, თქვენს გემოვნებასაც გამოხატავს და ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდება. 

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია