ბუღალტრის შეცვლა წლის დასრულებამდე შესაძლებელია. თანაც ისე, რომ კომპანიას ფინანსური აღრიცხვის შეწყვეტა ან სამუშაო პროცესის თავიდან დაწყება არ მოუწიოს. მთავარია, ახალ ბუღალტერს არსებული მდგომარეობა გააცნოთ და კალენდარული წლის დახურვისთვის საჭირო სამუშაოები დროულად შეათანხმოთ.

წლის ბოლო ბიზნესისთვის ის პერიოდია, როდესაც განვლილი თვეების შედეგებს აჯამებენ და მომდევნო წლისთვის ემზადებიან. ამ დროს შესაძლოა ბუღალტრის შეცვლა გჭირდებოდეთ, მაგრამ თავი შეიკავოთ. სწორად დაგეგმილი გადაბარება ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ. მთავარია, წინასწარ განსაზღვროთ გადაბარების ეტაპები და გადაწყვიტოთ, თანამშრომლობის გაგრძელება კერძო ბუღალტერთან გსურთ თუ ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგზე გადატანა.

როდის ღირს ბუღალტრის შეცვლა და აუთსორსინგის არჩევა?

კომპანიის განვითარებასთან ერთად, ჩნდება უფრო მეტი და სპეციფიკური სამუშაო, რომელიც ბუღალტერმა უნდა შეასრულოს. ხშირად, ამ დატვირთვას შესაძლოა ერთი კადრი ვერ უმკლავდებოდეს და აუთსორსინგზე გადასვლა სჯობდეს. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით ხარჯების შემცირებაც შესაძლებელია. მაგალითად, შესაძლოა აღარ დაგჭირდეთ ბუღალტრისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა ან ცალკე სააღრიცხვო პროგრამის შეძენა – ეს დამოკიდებულია მომსახურების პირობებზე. ამასთან, შეთანხმებული მომსახურების ფარგლებში, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სპეციალისტის გამოცდილებით ისარგებლოს.

არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც სრული განაკვეთით ბუღალტრის აყვანა არ ესაჭიროებათ, მაგრამ გარკვეული ტიპის ბუღალტრული მომსახურება სჭირდებათ. აუთსორსინგი მათთვის მეტად მოსახერხებელი ვარიანტი იქნება.

ზოგიერთი ბიზნესის მფლობელს ბუღალტრის შეცვლა აშინებს, რადგან ჰგონიათ, რომ პროცესი ნულიდან უნდა დაიწყოს. სინამდვილეში, მნიშვნელოვანია, დოკუმენტაციის გადაბარება, არსებული აღრიცხვის შემოწმება და მიმდინარე ვალდებულებების განსაზღვრა.

ბუღალტრული მომსახურება – როგორ უნდა გადაებაროს საქმე ახალ ბუღალტერს?

მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ბუღალტერმა უკვე შესრულებული და მომავალში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს. ეს სამუშაო პროცესის შეფერხების რისკს ამცირებს. 

ახალ ბუღალტერს უნდა გადაეცეს პირველადი დოკუმენტები, სააღრიცხვო ჩანაწერები, წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ანგარიშგებები. საჭიროების მიხედვით, მოამზადეთ ინფორმაცია მიმდინარე დავალიანებების, გადასახადებისა და ჯერ კიდევ დასამუშავებელი ოპერაციების შესახებაც.

ახალმა ბუღალტერმა უნდა გაარკვიოს: ემთხვევა თუ არა სააღრიცხვო ჩანაწერები შესაბამის დოკუმენტებს, წარდგენილია თუ არა საჭირო დეკლარაციები და ხომ არ არის დარჩენილი შეუსრულებელი სამუშაოები. თუ წინა პერიოდების მონაცემები არასრულია ან აღრიცხვაში ხარვეზებია, შესაძლოა საჭირო გახდეს ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა. 

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა მოიცავს გასული პერიოდების ფინანსური მონაცემების დამუშავებას, პირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგებას და საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო დეკლარაციების კორექტირებას.

ახალ ბუღალტერს იმ პროგრამებსა და სისტემებზე წვდომა უნდა გადაეცეს, რომლებშიც კომპანიის ფინანსური ინფორმაცია ინახება. 

ასევე, შეათანხმეთ პასუხისმგებლობები და ვადები. ჩამოწერეთ, რომელი დეკლარაციებია წარსადგენი, რა გადასახდელების ვადები ახლოვდება და რომელი საკითხებია ჯერ კიდევ მოსაგვარებელი. თუ ბუღალტრის შეცვლას წლის ბოლოს გეგმავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წლის დახურვისთვის საჭირო მონაცემებსა და დოკუმენტაციას.

რასაკვირველია, კომპანიისთვის ბუღალტრული თანხლება შეიძლება აუთსორსინგის ფორმითაც გაგრძელდეს. 

როგორ მუშაობს ბუღალტერი დისტანციურად და რა საბუღალტრო პროგრამები გამოიყენება?

ბუღალტრის შეცვლისას აუცილებელი არ არის ახალმა სპეციალისტმა თქვენს ოფისში დაიწყოს მუშაობა. თანამშრომლობა ელექტრონულადაც შესაძლებელია. მაგალითად, პირველადი დოკუმენტაცია – ინვოისები, ჩეკები და საბანკო ამონაწერები ელექტრონულად იტვირთება დაცულ სერვერებზე. დამატებით გამოიყენება შემოსავლების სამსახურის (rs.ge) პორტალზე ხელმისაწვდომი დოკუმენტები და მონაცემები. 

გადაბარებისას ახალ ბუღალტერს უნდა მიაწოდოთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აუთსორსულ კომპანიაში მონაცემთა დამუშავებისას სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამა გამოიყენება. მაგალითად, Oris, 1C, Xero, QuickBooks. სწორედ მათში აისახება საჭირო ბუღალტრული გატარებები. დოკუმენტების ელექტრონული არქივის წარმოება, სარეზერვო ასლების შექმნა და წვდომების მართვა ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის რისკს და ხელს უწყობს მონაცემების დაცვას. 

გეგმავთ ბუღალტრის შეცვლას? დარეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია. 

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა ბუღალტრის შეცვლა საანგარიშო წლის განმავლობაში?

დიახ, ბუღალტრის შეცვლა საანგარიშო წლის განმავლობაში შესაძლებელია. მთავარია, ახალ სპეციალისტს სრულად გადაეცეს არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, რათა აღრიცხვა შეუფერხებლად გაგრძელდეს.

რა დოკუმენტებია საჭირო ბუღალტერიის აღსადგენად?

საჭიროა RS.ge-ზე წვდომა, საბანკო ამონაწერები (Excel ფორმატში), ყველა ხელმისაწვდომი პირველადი დოკუმენტი (იმპორტისა და ექსპორტის ინვოისები) და წინა პერიოდების ნაშთების შესახებ ინფორმაცია.

რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში? 

მომსახურების ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ყოველთვიური ტრანზაქციების მოცულობაზე, თანამშრომელთა რაოდენობასა და კომპანიის საგადასახადო სტატუსზე (მაგალითად, დღგ-ის გადამხდელობაზე).

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია