თუ თქვენი მეხსიერება უარესდება.. 5 რჩევა ამის შესაჩერებლად

მეხსიერების დაქვეითება არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება გარესამყაროდან მიღებული ინფორმაციის დაზოგვის და მისი გამოყენების შეუძლებლობას. 

ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ან გვიჭირს

  •  სახელების დამახსოვრება,
  •  ხშირად გამოყენებული ნივთების შენახვის საერთო ადგილები, 
  • ამოცანების გადაჭრის სირთულე, რომლებსაც ადრე პრობლემები არ მოჰყოლია.

გამომწვევი მიზეზები

მეხსიერების გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს

  • ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • ალკოჰოლიზმი;
  • თავის დაზიანება;
  • დეპრესია;
  • ვიტამინი B12 ნაკლებობა;
  • მეხსიერების დარღვევა, რომელიც ასოცირდება ძილის დარღვევებთან, დეპრესიასთან და შფოთვით აშლილობებთან;
  • და სხვ.

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მეხსიერება?

მეხსიერების გაუმჯობესება ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია. ეს ხდება მისი გავარჯიშებითა და შემდეგ გამტკიცებით. გიზიარებთ 5 რჩევას რომელიც დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში.

1. ტვინის ყოველდღიური ვარჯიში.

 ტვინი, კუნთების მსგავსად, ვარჯიშის შედეგად უფრო ძლიერი ხდება.  რაც უფრო განსხვავებული იქნება ვარჯიში,მით უფრო ეფექტურია.  მეხსიერების გავარჯიშების საუკეთესო ხერხია ჭადრაკის თამაში,  კროსვორდების შევსება ან უბრალოდ  სიტყვების დამახსოვრება ლექსიკონის მიხედვით.

2.   მსუბუქი ვარჯიშები ხელის თითებით.

დღეში რამოდენიმეჯერ, მაგიდაზე “ათამაშეთ” თითები. მსუბუქი და თანმიმდევრული მოძრაობით დაადეთ თითის ბალიშები მაგიდაზე, გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 წუთი.  მეცნიერები თვლიან, რომ ხელის თითების ვარჯიში ხელს უწყობს მეხსიერების სწრაფ განვითარებას.  გარდა ამისა,  მსგავსი თითების ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თავის ტვინის ქერქში, ასევე ეფექტური ხერხია,  მუშტების შეკვრა და გაშლა ან მაგიდაზე ხელისგულებით დაწოლა.

3. შეუმჩნეველი ნახშირწყლები.

ტვინი ორგანიზმის მთელი ნახშირწყლების მესამედს შთანთქავს. ნახშირწყლების მისაღებათ საუკეთესო საშუალებაა ხილის წვენის მიღება.  ის ხელს უწყობს დამწვარი შაქრის აღდგენასა და ადვილად ათვისებას.

 4. აუცილებელი შესვენებები მუშაობის დროს.

 ყველამ იცის, რომ ინტენსიური მუშაობის დროს, მაგალითად გამოცდებისთვის მზადებისას, ტვინი უბრალოდ უარს ამბობს მუშაობაზე.  ითიშება და ძნელდება რაიმეს გაგება და დამახსოვრება. იგივე ხდება ძლიერი ნერვიულობის დროსაც.  

გახსოვდეთ,  სტრესი იწვევს აზროვნების პროცესებისა და მეხსიერების ბლოკირებას,  ხოლო ქრონიკული სტრესი კლავს ნერვულ უჯრედებს. თუ  მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, ასეთ დროს დაანებეთ ცოტახანი მუშაობას ან სწავლას და გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ და გახალისებთ.

5. სინათლე და ჟანგბადი.

ჟანგბადის ნაკლებობა მეხსიერებას ასუსტებს, სწორედ ამიტომ, ყოველდღე კარგად გაანიავეთ ოთახი,  რომელშიც მუშაობთ ან სწავლობთ.  ასევე ყურადღება მიაქციეთ განათებას.  სუსტი განათება ხშირად იწვევს სიზარმაცის შეგრძნებებს. ეცადეთ იმუშავოთ ნათელ და კარგად განიავებულ ოთახში. 

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია