უგემრიელესი 5 რეცეპტი საზამთროსაგან, აუცილებლად უნდა სცადოთ
ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე გამაგრილებელ და გემრიელ პროდუქტად ითვლება საზამთრო. იგი ყველას უყვარს. თუმცა უმრავლესობა მას მხოლოდ უმი სახით მიირთმევს. არადა არსებობს უამრავი რეცეპტი, რომელთა შემადგენლობაში შედის საზამთრო: ტორტი, სორბეტი, სალათები, ჟელე, ნაყინი და კიდევ ბევრი სხვა, რომელთა მომზადება დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს, მრავალფეროვნებას კი ნამდვილად შესძენს თქვენს მენიუს.
გთავაზობთ საზამთროს მომზადების 5 უგემრიელეს რეცეპტს.
საზამთროს სორბეტი
ინგრედიენტები:-1 ჩ.ჭ. წყალი1 ჩ.ჭ. შაქარი8 ჩ.ჭ. საზამთროს რბილობი (კურკაგაცლილი)2 ს.კ. ლიმონის წვენი.
მცირე ზომის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი, დავდგათ ქურაზე, სანამ შაქარი სრულიად არ გალღვება. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. დავაბლენდეროთ საზამთროს რბილობი და ლიმონის წვენი, დავასხათ სიროფი და ისევ კარგად დავაბლენდეროთ. მოვათავსოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება. სუფრასთან მიტანის წინ კარგად ავურიოთ და გადმოვიღოთ ფორმებში.
საზამთროს კოქტეილი
ინგრედიენტები:-400 გ. საზამთროს რბილობი (კურკაგამოცლილი)300 გ. თაფლი2 ლიმონის წვენი
ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერში. კოქტეილის მაღალ ჭიქებში 2/3-ზე ჩაყარეთ ყინულის კუბიკები, ჩაასხით კოქტეილი და მიირთვით.
საზამთროს ტორტი
ინგრედიენტები:-სასურველი ზომის საზამთრო სასურველი სახის კრემი, ნებისმიერი ხილი ან დაჭრილი თხილეული მოსართავად
აიღეთ სასურველი ზომის საზამთრო, გადაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი ისე, რომ საზამთრო ლანგარზე ადვილად “დადგეს” და გვერდებზე შემოათალეთ კანი. სამზარეულოს ხელსახოცით შეძლებისდაგვარად შეაშრეთ წვენი. მიიღებთ მშვენიერ, წითელი ფერის “ბისკვიტს”, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიმე ფენად გაჭრათ, ან გაუჭრელად მორთოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კრემი: ათქვეფილი ნაღები, ბეზეს კრემი და ა.შ. მორთვაც თქვენივე ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ: ხილით, ნუშით, შოკოლადით.
საზამთროს ნაყინი
ინგრედიენტები:-700 გ. საზამთროს რბილობი (კურკაგამოცლილი)2 ს.კ. შაქარი 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა 2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა და მწიკვი მარილი.
დააბლენდერეთ საზამთროს რბილობი შაქართან ერთად. დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი პიტნა, ლიმონის ცედრა და მარილი. მიღებული მასა გადაანაწილეთ ნაყინის ფორმებში და შედგით მაცივარში. საათნახევარში შეგიძლიათ ფორმებში ჯოხები ჩადოთ. ამის შემდეგ შედგით საყინულეში 3-4 საათით.
სალათი შემწვარი საზამთროთი
ინგრედიენტები:-8 ნაჭერი კურკაგამოცლილი საზამთრო (დაახლოებით 2 სმ. სისქის)2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 5 ჩ.კ. ლიმონის წვენი 5 ნაჭერი ყველი “ფეტა” (100 გრამზე ოდნავ მეტი) მწვანილი (გემოვნებით) მარილი წიწაკა.
ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ საზამთროს ნაჭრები და დააწყვეთ გაცხელებულ გრილზე. შეწვით თითოეულ გვერდზე 2 წთ. აურიეთ ერთმანეთში დაჭრილი მწვანილი, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და მარილი. გადაიტანეთ მიღებული ნარევი თეფშზე, ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი საზამთრო და ყველის ნაჭრები. მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი და გემოვნების მიხედვით მოაყარეთ მარილი და წიწაკა. სურვილისამებრ შეგიძლიათ პიტნის ფოთლებიც მოაყაროთ.