უგემრიელესი ხელნაკეთი მაიონეზი ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით და ხელოვნური დანამატების გარეშე. უგემრიელესი და ძალიან ჯანსაღი!თუ გიყვართ მაიონეზი, მაგრამ ვერ ახერხებთ ცხიმოვანი საკვების მიღებას, შეგიძლიათ ის თქვენივე ხელებით მოამზადოთ. რა თქმა უნდა ეს იქნება უფრო გემრიელი, არომატული და ჯანსაღი, ვიდრე ნებისმიერ მაღაზიაში შეძენილი მაიონეზი. ამას გარდა მაღაზიაში შეძენილი მაიონეზი იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. ის შეიცავს უამრავ მავნე ინგრედიენტს, რამაც შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვიოს.
მაღაზიაში შეძენილი 1 სუფრის კოვზი მაიონეზი შეიცავს 90 კალორიას. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ჭამენ მაიონეზს, არ იციან, რომ ისინი აღემატება რეკომენდებულ კალორიულ მიღებას. 1 სუფრის კოვზი შეიცავს 10 გრამ ცხიმს, 5 მგ ქოლესტერინს და 90 მილიგრამ ნატრიუმს. ცნობილია, რომ ჭარბი ცხიმი იწვევს დიაბეტს და გულის სხვა პრობლემებს. ჭარბი ქოლესტერინი შეიძლება დაგროვდეს თქვენს არტერიებში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადება და ინსულტი, ხოლო ნატრიუმის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევა.
ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღი მაიონეზის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარ სახლში! ძალიან ადვილია ხელნაკეთი მაიონეზის დამზადება. ამისტვის თქვენ ძალიან ცოტა დრო გჭირდებათ. შედეგად თქვენ გამოგივათ ძალიან გემრიელი მაიონეზი, თან დარწმუნებულნი იქნებით, რომ მიირთმევთ სრულიად ნატურალურ მაიონეზს ყოველგვარი დანამატების გარეშე.
მაიონეზის მოსამზადებლად თქვენ წინასწარ უნდა მოიმარაგოთ შემდეგი ინგრედიენტები:
1 ცალი კვერცხის გული (ან ორი პატარა), ლიმონი - 1/2 ც, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი (დახვეწილი, კარგი ხარისხის) - 180 გ, მდოგვი - 1/2 ჩ/კ, მარილი - მწიკვი, შაქარი - მწიკვი (სურვილისამებრ).
მოდით გადავიდეთ მომზადების ეტაპზე.
მაიონეზის მომზადებამდე კვერცხი წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან - ის უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის (ასევე ყველა საჭირო ინგრედიენტი გამოიღეთ მაცივრიდან, რომ მიიღოს ოთახის ტემპერატურა). გარეცხეთ საფუძვლიანად, შემდეგ კი გააშრეთ ხელსახოცით. გამოყავით გული ცილისგან. კვერცხის გული მოათავსეთ მაღალ ჭურჭელში (ან მიქსერის ჯამში), სადაც შეძლებთ მის ათქვეფას. ათქვიფეთ კარგად მიქსერის ან ბლენდერის საშუალებით. დაამატეთ მარილი, წყალი და დაიწყეთ შერევა, ნელ -ნელა დაასხით ზეთი. მას შემდეგ რაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ნელა აურიეთ კოვზით. გარდა ამ ინგრედიენტებისა თქვენი სურვილისამებრ შეგიზლიათ დაამატოთ შავი პილპილი და ნიორი, რა თქმა უნდა ზომიერი რაოდენობით. გაითვალისწინეთ, რომ მაიონეზში კვერცხის გულს ნედლად მიირთმევენ. ეს ნიშნავს, რომ თუ სალმონელა არის პრობლემა თქვენი ცხოვრების სფეროში, მაშინ თქვენს მიერ მომზადებულმა მაიონეზმა შეიძლება ფარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.