აი როგორ უნდა გამოვიყენოთ ხახვის წვენი თმის გაძლიერებისა და სწრაფი ზრდისთვის! ეფექტურია!

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ხახვი თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ეს ხელს უწყობს დაზიანებული თმის, გაყოფილი ბოლოების და თმის ცვენის მკურნალობას. ხახვი მდიდარია გოგირდით, რომელიც ცნობილია თავისი უნარით კვებავს ფესვებს და ამით აჩქარებს თმის ზრდას.

ამ სტატიაში ჩვენ მოგაწვდით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ ხახვი და გააუმჯობესოთ თქვენი თმის ხარისხი.

ხახვის წვენი თმის ზრდისთვის

ხახვი გამოწურეთ და დაამატეთ ცოტა წყალი. საჭიროა ერთი წილი ხახვის წვენი და ორი წილი წყალი. დაასველეთ თმა ჩვეულებრივი წყლით და შემდეგ წაისვით მეტი ნარევი ძირებზე. გაიჩერეთ 25-30 წუთი. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიფუთოთ თმა პირსახოცში, რათა თმის ფოლიკულებმა უფრო ადვილად აითვისონ წვენი.

ხახვი და ქოქოსის ზეთი

ხახვის წვენისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია აჩქარებს თმის ზრდას და კვებავს თმას, რითაც აუმჯობესებს მის ხარისხს. შეურიეთ ხახვის წვენი და ქოქოსის ზეთი და შეიზილეთ სკალპსა და თმის ბოლოებზე. შეიხვიეთ თმა პირსახოცით და დატოვეთ ნარევი ნახევარი საათის განმავლობაში.

ხახვი და ლუდი

ხახვი დაჭერით წვრილად, ან შეგიძლიათ მისგან გამოწუროთ წვენი და შეურიეთ ლუდს. ეს საოცრად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება თმის ზრდის დაჩქარებას. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენეთ ეს ხელნაკეთი ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.

ხახვი და თაფლი

ხახვის წვენისა და ნატურალური თაფლის კომბინაცია ცნობილია, როგორც თმის ზრდის ყველაზე ეფექტური სახლის საშუალება. ხახვი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, შესაძლოა ნახევარი ჩაის კოვზი. წაისვით ნიღაბი თმაზე და გაიჩერეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ.

ხახვი და რომი

გაასუფთავეთ ხახვი და მოათავსეთ ერთ ჭიქა რომში და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით გამოიყენეთ სითხე სკალპის და თმის მასაჟისთვის. ეს გააუმჯობესებს თმის ხარისხს და დააჩქარებს თმის ზრდას.

ხახვი და ლიმონი

ეს კომბინაცია არის ყველაზე სრულყოფილი საშინაო საშუალება ქერტლის სამკურნალოდ და ასევე დააჩქარებს თმის ზრდას. ლიმონის წვენი ცნობილია თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად.

ხახვი და იოგურტი

ხახვი წვრილად დაჭერით და დაამატეთ სუფრის კოვზი იოგურტი. წაისვით ნიღაბი სკალპზე და თმაზე და კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რომელიმე რეცეპტი, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია