სახიდან არასასურველი თმის სამუდამოდ მოშორების უძველესი მეთოდი შვრიით, თაფლითა და ლიმონით

სახეზე თმის არსებობა ნორმალურია მამაკაცებში, მაგრამ არა ქალებში. მისი არსებობა სუსტი სქესის წარმომადგენლებში იწვევს დიდ დისკომფორტსა და კომპლექსს. ბევრი ქალი იტანჯება ამ პრობლემით და უამრავ მეთოდს მიმართავს არასასურველი თმის მოსაცილებლად – სპეციალური კრემები იქნება ეს თუ სხვადასხვა სახის ეპილაცია.

ყველა მათგანს მოაქვს შედეგი, თუმცა არა სამუდამო. ამ საკითხში ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ქალებს “გაუმართლათ”. გენეტიკურად ეს არაესთეტიკური დეტალი მათ სისხლში აქვთ. არსებობს უძველესი რეცეპტი, რომელსაც ლამაზმანებმა საუკუნეების წინ მიაგნეს, შემდეგ კი რატომღაც მიივიწყეს. ეს არის უმტკივნეულო, ბუნებრივი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალება. ასე რომ, ღირს ცდად.

ნიღბისთვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგაშორებთ სახეზე ზედმეტ თმას, დაგჭირდებათ:

-2 სუფრის კოვზი თაფლი;
-1 სუფრის კოვზი შვრიის დაფქული ფანტელი;
-1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
სანამ ამ ჯადოსნური ნიღაბის მომზადებას შეუდგებით აუცილებელია წინასწარ დაფქვათ შვრიის ფანტელი ყავის საფქვავში ან ბლენდერში, ისე რომ დაფქულ შვრიას ჰქონდეს წვრილი კონსისტენცია.
დაფქული შვრიის ფანტელი გადმოიტანეთ საშუალო ზომის თასში. შემდეგ დაუმატეთ თფლი და აურიეთ ხის კოვზით. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ შემდეგ დაუმატეთ ლიმონის ახლად გამოწურული წვენი. კარგად აურიეთ, ისე რომ იიღოთ ფაფა.

გამოყენების წესი:
დაიბანეთ სახე საფნიანი წყლით და გაიმშრალეთ. შემდეგ მიღებული მასა დაიდეთ იმ ადგილებზე, სადაც გსურთ ზედმეტი თმის მოშორება და გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ, ერთ თვეში სახეზე თმა სრულიად გაგიქრებათ!
ამ ნიღაბს ეფექტი მართლაც საოცარი აქვს. ამასთან, გარდა ზედმეტი თმის მოცილებისა, ეს ნიღაბი შეუდარებელია სახის კანისთვის.

სცადეთ იგი და ნახავთ, რომ ეს ის საშუალებაა რომელსაც აქამდე ეძებდით. ამის დახმარებით სამუდამოდ დაემშვიდობებით ზედმეტ თმას სახესა და სხვა ადგილებზე. გაუზიარეთ ამ ნიღაბის რეცეპტი თქვენს მეგობრებს.
გისურვებთ ჯანსაღ სილამაზესა და ჯანმრთელობას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია