წამალი ჩინეთიდან თმის ცვენის აღმოსაფხვრელად სულ რაღაც 1 თვეში!აბუსალათინის ზეთი არის გამჭვირვალე ან მოყვითალო სითხე, რომელიც მიიღება აბუსალათინის თესლის დაწურვით. იგი გამოიყენება მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში, ის კარგად შეიწოვება კანში და აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. ჩვენ გეტყვით, როგორ წაისვათ აბუსალათინის ზეთი თქვენს თმაზე ისე, რომ ის ყოველთვის იყოს ჯანსაღი და ბრწყინვალე.
აბუსალათინის ზეთის სამკურნალო ეფექტი
აბუსალათინის ზეთი აჩერებს თმის ცვენას, ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უწყობს გაყოფილი ბოლოების აღდგენას. ამ საშუალების რეგულარულ გამოყენებას შეუძლია ქერტლის განკურნება და თავის კანის სებორეის მოშორება. აბუსალათინის ზეთის ნიღბების გამოყენება ხელს უწყობს ფესვების მოცულობის გაზრდას და თმის ბზინვარებას.
სუფთა სახითაც კი, ყოველგვარი დანამატის გარეშე, აბუსალათინის ზეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმის მდგომარეობა.
პროცედურა ტარდება შემდეგნაირად:
ზეთი ოდნავ გაათბეთ ორთქლის აბაზანაში; დაასველეთ კბილის ჯაგრისი ან თხელი სავარცხელი ზეთში (შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჯაგრისი თმის შესაღებად); გაყავით თმა რამოდენიმე ნაწილად, ისე რომ მიიღოთ თხელი ნაწილები; წაისვით პროდუქტი თმის მთელ სიგრძეზე, ფესვებიდან ბოლოებამდე; ყველა თმის ღეროს დამუშავების შემდეგ თმა დაივარცხნეთ წვრილი სავარცხლით; შემდეგ შეიხვიეთ თმა პლასტიკური ქაღალდით; ზევიდან კი პირსახოცით შეიხვიეთ. 3 საათის შემდეგ პირსახოცი და პლასტიკური ქაღალდი მოიხსენით; შეიზილეთ სკალპი 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ კი რამდენჯერმე ჩამოიბანეთ თმები რბილი შამპუნით, სანამ თმა არ გაიწმინდება და აბუსალათინის ზეთი არ მოგშორდებათ.
ყურადღება! აბუსალათინის ზეთის გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს შეღებილი თმის ფერის ცვლილება.
აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.