თუ ქუსლების ტკივილი გაწუხებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა..

ქუსლის ტკივილი, ქუსლის ქვეშ ან მის უკანა ზედაპირზე ვრცელდება. ქუსლის ტკივილი ძალიან იშვიათად სერიოზული დაავადების სიმპტომი რომ იყოს, მაგრამ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის და ნორმალურ აქტივობაში, ვარჯიშში, ხელს უშლის.

მიზეზი შეიძლება იყოს: ბურსიტი, ოსტეომიელიტი ძვლის პაჯეტის დაავადება, პერიფერიული ნეიროპათია ლანჩის ფასციტი, რეაქტიული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი, სტრესული მოტეხილობა, პოდაგრა და ა.შ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში დამზადებული რეცეფტები ამ პრობლების გადასაჭრელად.

ყინული ქუსლზე.

ცივი კომპრესის სახით ყინულის წასმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქუსლის ტკივილის შესამსუბუქებლად. ცივი ტემპერატურა ახდენს დაბუჟების ეფექტს, რომელიც აკონტროლებს ტკივილს და ანთებას. დაიდეთ ცივი კომპრესები და გაიჩერეთ 15 წუთი. დღეში გაიმეორეთ რადენჯერმე. არასოდეს წაისვათ ყინული პირდაპირ კანზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაყინვა.

მასაჟი.

ეს არის ქუსლის ტკივილის კიდევ ერთი მარტივი ბუნებრივი მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გრძელვადიანი მკურნალობის ვარიანტი, ის უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ შემსუბუქებას. მასაჟი ასევე ამშვიდებს კუნთებს, ხსნის წნევას, ამცირებს სიმკვრივეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 10 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ქუსლები. გაიმეორეთ სანამ ტკივილი გექნებათ.

გაჭიმვის ვარჯიშები.

ხშირ შემთხვევაში, გაჭიმვის სავარჯიშოები დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებაში და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ქუსლის ტკივილის ერთ–ერთი საუკეთესო ვარჯიშია “კედლის დაჭიმვა”. ფეხშიშველი დადექით კედელთან, ორივე ხელით დააჭირეთ კედელს. ერთი ფეხის წინ, ნელა ჩამოიწიეთ ქვემოთ და იგრძენით დაჭიმულობა ფეხის უკანა მხარეს და ქუსლზე. გაჩერდით ასე 30 წამის განმავლობაში. შეცვალეთ მხარეები და გაიმეორეთ. გააკეთეთ ეს 10-ჯერ თითოეულ მხარეს, რომ მოიცილოთ ქუსლის ტკივილი.

ეფსომის მარილი.

ამ მარილს შეუძლია მყისიერად მოხსნას ქუსლის ტკივილი. მაგნიუმის სულფატის კრისტალები ხელს უწყობენ ტკივილის, შეშუპებისა და ანთების შემცირებას. შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ეპსომის მარილი თბილ წყალს. ჩადეთ ფეხები 15 წუთი. შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი.

კურკუმა.

შესანიშნავი საშუალებაა, როდესაც საქმე ბუნებრივად მკურნალობას ეხება. ქვაბში მოათავსეთ 1 ჭიქა რძე და 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი. დღეში 2 ან 3 ჯერ დალიეთ ტკივილის შესამსუბუქებლად. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში სამჯერ.

თევზის ცხიმი.

თუ თქვენ გაქვთ ქუსლის ტკივილი ართრიტისგან თევზის ზეთი მკურნალობის კარგი საშუალებაა. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 3 გრამი თევზის ზეთი, რომელიც შეიცავს მინიმუმ 30 პროცენტს EPA / DHA.

კოჭა.

თუ ქუსლქვეშა ტკივილი გამოწვეულია კუნთების გარკვეული დატვირთვით, სცადეთ კოჭა, როგორც ბუნებრივი მკურნალობა. კოჭა შეიცავს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს, რაც დაგეხმარებათ ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ. შეგიძლიათ მოამზადოთ კოწას ჩაი დღეში სამჯერ ან მზა საჭმელს დაუმატოთ ნედლი სახით. დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ მტკივნეული ადგილი კოჭას ზეთით.

ვაშლის ძმარი.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ვაშლის ძმარი. მას აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ტკივილის სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. ქვაბში ჩაასხით 1½ ჭიქა წყალი და ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი. გააცხელეთ. დაასველეთ სუფთა ქსოვილი მასში და გამოწურეთ ზედმეტი სითხე. განათავსეთ ქსოვილი მტკივნეულ ადგილას და დაფარეთ იგი მშრალი პირსახოცით, რომ გათბეს. გააჩერეთ 15-20 წუთი. გაიმეორეთ 2 ან 3 ჯერ.

კაიენის წიწაკა.

მდიდარია კაპსაიცინით, შემადგენლობით, რომელსაც აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი თვისებები. მას შეუძლია მოხსნას ქუსლის ტკივილი, ასევე კუნთების დაძაბულობა, სახსრების ტკივილი და წელის ტკივილი. შეურიეთ კაიენის წიწაკის 1 სუფრის კოვზი ¼ ჭიქა თბილ ზეითუნის ზეთში. წაისვით მტკივნეულ ადგილას და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი კრემი, რომელიც შეიცავს კაპსაიცინს.

დიეტა.

ტკივილის შესამცირებლად და ჯანმრთელობის საერთო გაუმჯობესების კიდევ ერთი კარგი გზაა კარგად დაბალანსებული ტუტე დიეტა. ტუტე საკვები ხელს უწყობს სხეულის სწორი pH დონის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ანთებას. თქვენს რაციონში შეიტანეთ მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული.

აურიეთ ½ ლიმონის წვენი ჭიქა წყალში და ყოველდღე დალიეთ, რომ გაიზარდოს ტუტე. ჩვეულებრივი სუფრის მარილის ნაცვლად გამოიყენეთ ვარდისფერი ზღვის მარილი, რომელსაც ასევე უწოდებენ ვარდისფერ ჰიმალაის ზღვის მარილს. ყოველდღიურად დალიეთ 3 ან 4 ჭიქა მწვანე ჩაი. მოერიდეთ კალციუმით მდიდარი საკვების, განსაკუთრებით რძის პროდუქტების ჭარბ მოხმარებას. შეზღუდეთ ცხოველური საკვები, შაქარი, დამუშავებული საკვები, კოფეინური სასმელები, ალკოჰოლი და რაფინირებული მარცვლეულის მიღება.

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Facebook კომენტარები