გამოიყენეთ საფუარის პაკეტები თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად! ეს ძალიან გამოგადგებათ!

საფუარს აქვს მდიდარი მინერალური და ვიტამინის შემადგენლობა, რის წყალობითაც საფუარის ნიღბები ძალიან სასარგებლოა ჩვენი თმისთვის. ასეთი ნიღბები შესაფერისია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი თმისთვის. ეს საშუალებები ანიჭებს თმას სიმტკიცეს, მოცულობას და ხდის მას კარგად მოვლილს.

თუ დაიცავთ მკურნალობის კურსს, მალე თქვენი თმა რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება.

ასეთი პროცედურების ჩასატარებლად აიღეთ დიდი ჭურჭელი, რადგან მოგეხსენებათ, დუღილის დროს საფუარი მოცულობაში იმატებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ საფუარის ნიღბების ყველაზე ეფექტურ რეცეპტებს.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია

1სადილის კოვზი წყალი, 1 სადილის კოვზი საფუარი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი.

მომზადება

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი დუღილის პროცესის დასაჩქარებლად. როგორც კი საფუარი ადუღდება, შეურიეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი. წაისვით ნიღაბი სკალპსა და თმის ძირებზე. შემდეგ დაიხურეთ პლასტმასის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, ნარევი უნდა დაიბანოთ, ამისათვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.

ნიღაბი წიწაკის ნაყენის დამატებით

ინგრედიენტები

30 გრ მშრალი საფუარი, 2 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი და 1 სადილის კოვზი წყალი.

მომზადება

საფუარი გავხსნათ წყალში, შემდეგ დავამატოთ წიწაკის ნაყენი. წაისვით ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე, შემდეგ დაიდეთ პლასტმასის ქუდი და შეიხვიეთ თავი პირსახოცით. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ არაუმეტეს 20 წუთისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება კანი გაგიღიზიანდეთ. 20 წუთის შემდეგ ნარევი უნდა ჩამოიბანოთ რბილი შამპუნით.

თუ კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებთ თმის ამ შესანიშნავ ნიღბებს, მალე შეძლებთ თვალწარმტაცი თმის ხილვას საკუთარ თავზე!

ძალიან მარტივი და ეფექტურია!

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია