თავად მოამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ სალონებში ფულის დახარჯვა..
ადამიანის სეულში ყველაზე მგრძნობიარე კანი სახის კანია, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება. ყველა სეზონზე სხვადასხვა სახის მოვლას საჭიროებს, ქარიან ამინდში სხვა ტიპის მოვლაა საჭირო, მზიან ამინდში სხვა. ასაკის მატებასთან ერთად კანიც იწყებს დაბერებას- დანაოჭებას.
რა იწვევს ნაოჭების გაჩენას სახეზე?
- ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს სახის კანის დანაოჭებას არის ძალიან მშრალი კანი.
- ასევე ნაოჭების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი პროდუქტის გამოყენება
- ამინდიც დიდ როლს თამაშობს კანის დანაოჭებაში. (მზიან ამინდში რეკომენდებულია მზისგან დამცავი კრემის წასმა ან ქუდის გამოყენება).
- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გენეტიკაც შედის ამ სიათა ჩამონათვალში.
- ასაკის მატებასთან ერთად კანი იწყებს დანაოჭებას. (რაც არ უნდა მოვუაროთ მას, "ასაკი მაინც თავისას შვრება").
იმისთვის, რომ გავაქროთ თუ არა, შევაჩეროთ მაინც ნაოჭების გაჩენა სახეზე, გთავაზობთ ბუნებრივ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ.
ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია ჩვეულებრივი საკვები ჟეატინი. ჟელატინი დადებითად მოქმედებს კანის ცილოვან და ამინომჟავების მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი არბილებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
თავად მოამზადეთ ჟელატინის კრემი, რომელიც დაგეხმარებათ ნაოჭების წარმოქმნის შეჩერებაში.
მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:
1 ჩაის კოვზი ჟელატინი,
100 მლ წყალი,
3 სუფრის კოვზი თაფლი,
0,5 ჭიქა გლიცერინი
1 გ (დანის წვერით) სალიცილის მჟავა.
აი როგორ უნდა მოამზადოთ ჯადოსნური კრემი:
აიღეთ თასიდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მასში. შემდეგ თასი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ თასი გადმოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. (ამ დროი განმავლობაში აუცილებელია მუდმივი მორევა). თქვენ უნდა მიიღოთ ჟელეს მსგავსი კრემი.
როგორ უნდა გამოვიყენოთ??
მიღებული კრემი წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად ძილის წინ 2 საათით ადრე. ზედმეტი კრემი, რომლებიც არ შეიწოვება კანში, მოიცილეთ ხელსახოცით.
მიღებული კრემი საკმარისია 1 თვის გამოყენებისთვის. შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე. მთლიანი მასიდან ამოარჩიეთ იმდენი კრემი, რამდენიც საჭიროა ერთი გამოყენებისთვის, ოდნავ გაათბეთ და წაისვით კანზე.