როგორ მოვიშოროთ წვრილი ნაოჭები თვალების კუთხეებში? ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სახის კანწე იჩენს თავს წვრილი ნაოწები. ისინი განსაკუთრებით ხშირია თვალების გარე მხარეს. ის ჩვეულებრივ 30 წლის ასაკიდან ჩნდება. კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება ასაკთან ერთად მცირდება, რაც იწვევს წვრილ ნაოჭებს.

სხვა ფაქტორები, რომლებიც ადამიანს უფრო მიდრეკილს ხდის თვალების გარშემო წვრილი ნაოჭების არსებობისა, არის მზეზე ზედმეტად დიდი ხნით ყოფნა, მოწევა, დრო, როდესაც თქვენ სახის მიმიკურ კუნთებს ხშირად ამოძრავებთ, იჭმუხნით და/ან იღიმებით.

გაგაცნობთ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ თვალის გარშემო წვრილი ნაოჭების გაქრობაში.

ალოე ვერა

ალოე ვერა ნაოჭების მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტია. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს თავისუფალ რადიკალების შემცირებას, რომლებიც ნაოჭებს იწვევს. გარდა ამისა, ის შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანებას, გაღიავებას და ტონუსს.

კვერცხის ცილა

ერთ-ერთი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა კვერცხის ცილა. ის ხელს უწყობს კანის გამკაცრებას, რაც მათ შესანიშნავ სასუალებას აძლევს ნაოჭების შემცირებისა.

ამისათვის აი რა უნდა გააკეთოთ: ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ქაფიანი კონსისტენცია. მიღებული მასა წაისვით თვალის გარედან და ლოყების გასწვრივ. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიანეთ ცივ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ მაინც.

რძე

რძე შეიძლება გამოყენებულ იქნას თვალების ირგვლივ ნაოჭების შესამცირებლად. რძე შეიცავს გლიკოლის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას და კოლაგენის გამომუშავებას კანში.

სუფთა ქსოვილი დაასველეთ რძეში და უბრალოდ დაიდეთ კანის დანაოჭებულ ადგილზე. გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცესი დღეში ორჯერ.

 ვიტამინი E

ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი აუცილებელია კანის ახალი უჯრედების რეგენერაციისთვის, რაც დაგეხმარებათ კანის ელასტიურობასა და დატენიანებაში. გარდა ამისა, მას შეუძლია თვალების ირგვლივ კანი დაწიმოს, რათა შეამციროს წვრილი ნაოჭები და ასევე ღრმა ნაოჭების გამოჩენა.

გახსენით ვიტამინი E-ს ორი კაფსულა და ჩაასხით თასში. წაისვით სითხე თვალების გარშემო ნაოჭებზე. ნაზად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს ყოველ საღამოს ძილის წინ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია